ქართველი მსაჯები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩზე იმუშავებენ
ივნისი 27, 2022
0
ქართველი მსაჯები ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაზე იმუშავებენ. უეფას გადაწყვეტილებით, სლოვაკეთში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალურ მატჩზე, რომელშიც ერთმანეთს ინგლისისა და იტალიის 19-წლამდე გუნდები უნდა დაუპირისპირდნენ, მთავარი არბიტრის რანგში გოგა კიკაჩეიშვილი იმუშავებს, ხოლო მისი ასისტენტი დავით გაბისონია იქნება. ქართველებთან ერთად, მსაჯთა ბრიგადა ლიეტუველი ოფიციალური პირებით დაკომპლექტდება. გოგა კიკაჩეიშვილმა და დავით გაბისონიამ 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, სლოვაკეთი – იტალიისა და […]