ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის E ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა სევილიაში, “ლა კარტუხაზე” შვედეთის ეროვნულ გუნდს უმასპიძლა და უგოლო ფრე ეთამაშა. მიუხედავად იმისა, რომ “ფურია როხამ” გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, მათ რამდენიმე სარეკორდო მაჩვენებლის დაფიქსირება მოახერხეს, რაზეც უკვე მოგახსენეთ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა კი უკვე ინდივიდუალური სახისაა და იგი ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს, პედრის უკავშირდება. […]