ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, ფინეთთან სტუმრად გამარჯვების შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა. “პირველ რიგში, მინდა ჩემს მოთამაშეებს, სამწვრთნელო შტაბს და მთლიან გუნდს მივულოცო ეს გამარჯვება. ყველა მათგანმა შესანიშნავად იმუშავა. ეს ძალიან რთული სიტუაციაა, რადგან კორონავირუსის გამო, გულშემატკივრის გარეშე გვიწევს თამაში და კალათბურთისთვის შესაბამისი ატმოსფერო არ გვაქვს, როგორიც […]