საქართველოს ნაკრებთან გასამართი საშინაო შეხვედრის წინ, ჩრდ. მაკედონიის ეროვნული გუნდის ლიდერმა გორან პანდევმა კომენტარი გააკეთა. “გუნდში ბევრი ახალწვეული გვყავს და ყველა მათგანს მხარს ვუჭერ. რა თქმა უნდა, მათ მოტივაცია სჭირდებათ და მე მათ ზურგს ვუმაგრებ. ყველა ჩვენგანი იმსახურებს, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს. ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავიღებთ. ყველა მატჩის მოგება შეუძლებელია, მაგრამ გპირდებით, რომ ამ შეხვედრაში […]