ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც იტალიის ნაკრებმა თურქეთს, საშინაო კედლებში, რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” – 3:0 აჯობა, “სკუადრა აძურას” მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ კომენტარი გააკეთა. “კარგად ვთამაშობდით. პირველი მატჩის წნეხისთვის გაძლება მარტივი არ ყოფილა, თანაც თამაში კარგი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწია. . ევროპის ჩემპიონატის რანგის მატჩებში ყველაფერი უნდა გააკეთო. გულშემატკივარი დაგვეხმარა და შედეგად, ბედნიერები ვართ. ვფიქრობ, რომ […]