საქართველო-საფრანგეთი U21: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია
4 სექტემბერს, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეექვსე შეხვედრას გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, საფრანგეთის ახალგაზრდულ ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, გუნდების ძირითადი შემადგენლობები ცნობილია. საქართველო: გუგეშაშვილი – ტაბატაძე, ბერიაშვილი, ასათიანი, ანდრონიკაშვილი – სამურკასოვი (კ) – დარცმელია, კუცია, სპანდერაშვილი, აზაროვი – არდაზიშვილი. საფრანგეთი: ლაფონტი, დაგბა, კუნდე, კამარა, […]
ნიდერლანდების ნაკრების სერიოზული დანაკლისი საქართველოსთან მატჩის წინ
საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში, ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს სერიოზული დანაკლისი ექნება. გარდა იმისა, რომ გუნდს კაპიტანი და არამხოლოდ დაცვის, მთლიანად შემადგენლობის ლიდერი, ვირჯილ ვან დაიკი ტრავმირებულია და მთლიანად ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს, ნიდერლანდელებს კიდევ ერთი ცენტრალური მცველი, მატეის დე ლიხტი ვერ დაეხმარებათ. “ნარინჯისფერები” “ჯვაროსნებთან” ტურინის “იუვენტუსის” უკანახაზელის გარეშე ითამაშებენ, რადგან 21 წლის ფეხბურთელს საზარდული აწუხებს და […]
მოჭიდავეების 2 ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან და კიდევ 4 მედლის შანსი
რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ნიკა კენჭაძემ და ელიზბარ ოდიკაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ჰარი კეინი ტრანსფერის მოლოდინში – ინგლისური გრანდი 140 მილიონს იხდის
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჰარი კეინი დიდი ალბათობით მალე “ტოტენჰემს” დატოვებს და კარიერას პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში გააგრძელებს. როგორც theguardian-ი იუწყება, “მანჩესტერ სიტიმ” “დეზების” ხელმძღვანელობას პირველი ოფიციალური შეთავაზება უკვე გაუგზავნა და 27 წლის თავდამსხმელის შესაძენად 140 მილიონი ევროს გაღება გადაწყვიტა. “ქალაქელების” მმართველები არ გამორიცხავენ, რომ სატრანსფერო ღირებულება კიდევ უფრო გაზარდონ და თავად ფეხბურთელსაც მაღალ ანაზღაურებას […]
ხანძრით დაზიანებული 90-მილიონიანი არენის მშენებლობის დასრულების ვადა გადაიდო
თბილისმა 2022 წლის სექტემბერში Eurobasket-ის თამაშებს უნდა უმასპინძლოს, რისთვისაც უკვე მეორე წელია უნივერსიტეტის ქუჩაზე ახალი საკალათბურთო დარბაზი შენდება. თუმცა 27 თებერვალს “თითქმის დასრულებული” სტადიონის სახურავი დაიწვა. 90-მილიონიანი სტადიონის მშენებლობა რამდენჯერმე გადავადდა, ბოლოს დასრულების ვადად 15 აპრილი იყო განსაზღვრული, თუმცა როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, მისი დასრულება 15 მაისამდე გადაიდო. “იმის გამო, რომ 2022 […]
მატიე ვალბუენა ქარიმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნებას გამოეხმაურა
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, მატიე ვალბუენა “მამლების” შემადგენლობაში გამოცდილი თავდამსხმელის, ქარიმ ბენზემას დაბრუნებას ეხმაურება, რომელთან გახმაურებულ სკანდალმაც ორივე ფეხბურთელის სანაკრებო კარიერა დააზარალა. 2015 წელს, მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი “მარსელის”, “ლიონის” და “ფენერბახჩეს” ყოფილ შემტევს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ტირაჟირებით ემუქრებოდა. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, ბენეზემა ნაკრებიდან მოკვეთეს, ვალბუენამ კი ეროვნული გუნდი საკუთარი სურვილით დატოვა. “თუ ბენზემა საფრანგეთის […]
მარცხით გაბრაზებულმა რონალდუმ კაპიტნის სამკლაური ფეხით გათელა (ვიდეო)
გიორგი მოსიძე: “ვაისი კარგი კრიზის-მენეჯერია, თუმცა ექსტრემალურ ვითარებაში მოიკოჭლებს”
საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტის” ეთერში, ელიტარული ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?“ ავტორმა და წამყვანმა გიორგი მოსიძემ ეროვნული საფეხბურთო გუნდის შედეგებსა და ისტორიული მატჩის შესახებ ისაუბრა. “ვაისი აღმოჩნდა კარგი კრიზის-მენეჯერი, რომელმაც საქართველოს ნაკრები კრიზისიდან გამოიყვანა და ზედიზედ 10 თამაში არ წაგვიგია. ამავე დროს, ვაისი კარგი სტრატეგია, მაგრამ ექსტრემალურ ვითარებასა და შეცვლების დროს მოიკოჭლებს. ჩრდილოეთ მაკედონიამ პლეი ოფის ნახევარფინალში […]
ოფიციალურად: სომხეთი-საქართველოს მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები სომხეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას ნეიტრალურ არენაზე ჩაატარებს. სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის მიმდინარე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ორივე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთა მატჩები ნეიტრალურ ლოკაციაზე გაიმართება. ამრიგად, სომხეთისა და საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ ტიხში გაიმართება და ის თბილისის დროით 20:00 საათზე […]
უეფა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებების რაოდენობის გაზრდას აპირებს
ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებების რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უეფა განიხილავს, რომ ევროპირველობაზე 24 ნაკრების ნაცვლად, 32-მა ნაკრებმა იასპარეზოს. საბოლოო გადაწყვეტილებას ორგანიზაცია 2023 წლამდე მიიღებს, ცვლილება კი ძალაში 2028 წლის ევროპის ჩემპიონატიდან შევა. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, საკვალიფიკაციო ეტაპი შეიცვალოს ან საერთოდ გაუქმდეს. ამჟამინდელი ფორმატით (24-ნაკრებიანი ჩემპიონატი) ევროპის ჩემპიონატი 2016 წლიდან იმართება, […]
ჩრდ.მაკედონია – საქართველო: ჯვაროსნების სავარაუდო შემადგენლობა
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ტურის შეხვედრას მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. ტრავმის გამო, გუნდს გურამ კაშია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი აბურჯანია დააკლდება. ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაცია აქვს გუნდის კაპიტანს და შეუცვლელ ფიგურას ჯაბა კანკავას, დავით ხოჭოლავამ კი ნაკრების შეკრება დონეცკის “შახტარში” არსებული კორონავირუსის ეპიდემიის გამო დატოვა. გამო გუნდს ვერ დაეხმარება ვერც […]
ზურაბ ხიზანიშვილი: “მაკედონიასთან მატჩი იქნება ჭადრაკის თამაში, უკეთესი სტრატეგიის მქონე გუნდი მოიგებს”
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა და ამჟამად U21 ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტში” სტუმრობისას, 12 ნოემბერს გასამართი ისტორიული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. “ბუნებრივია, ფეხბურთელები გუნდებში ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებულად მოემზადებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მატჩი იქნება ჭადრაკის თამაში. მოიგებს ის გუნდი, რომლის მწვრთნელიც და სამწვრთნელო სტაფიც უკეთეს სათამაშო სტრატეგიას შეიმუშავებს, […]