დღეს, ფრანკფურტში, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მე-4 კალათაში იყო განთესილი, A ჯგუფში ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი 2023 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ევროპის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ეტაპიდან 20 ნაკრები მოიპოვებს, რომლებსაც ერთა ლიგის სამი გამარჯვებული დაემატება. ევრო 2024, […]