საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის გათამაშებას 2 ივნისს, გიბრალტარის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრით დაიწყებს, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება. მატჩამდე, შეგვიძლია ეროვნული გუნდის არსებობის ისტორიას ჩავხედოთ და კონკრეტულად ამ თარიღით გამართული შეხვედრები გავიხსენოთ. საინტერესოა, რომ 2 ივნისით საქართველოს ნაკრების ისტორიაში 4 შეხვედრა თარიღდება, საიდანაც ქართველებმა 3 წააგეს, ერთი კი ფრედ დაასრულეს. წელი: 2001 […]