რობერტო მანჩინიმ მსოფლიო ჩემპიონის შედეგი გაიმეორა
უეფას ერთა ლიგაში იტალიის ნაკრების ნიდერლანდების წინააღმდეგ გამარჯვება (1: 0) რობერტო მანჩინისთვის ეროვნულ გუნდში 21-ე მატჩში აღმოჩნდა. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც იტალიის ნაკრებს თავკაცობს, გამოცდილმა სპეციალისტმა მხოლოდ ორი მატჩი წააგო. მსგავსი შედეგი მარჩელო ლიპის ჰქონდა, რომელმაც “სკუადრა აძურას” 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ერთ მწვრთნელს. ფულვიო ვალკარეჯის ანგარიშზეა, ვინც იმ იტალიის ნაკრებს […]
არიენ რობენმა კარიერის განახლების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)
მაკედონიის ნაკრების მთავარ მეკარეს კორონავირუსი აქვს
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარი მეკარე სტოლე დიმიტრევსკი კორონავისურით დაინფიცირდა. “რაიო ვალეკანოს” 26 წლის გოლკიპერიმა ეროვნული გუნდის შეკრება დატოვა და მას არც სომხეთთან (2:1) მოგებულ შეხვედრაში უთამაშია. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ, ნაკრებში 34 მატჩის ჩამტარებელი მოთამაშე 25 წლის გოლკიპერით ჩაანაცვლა, რომელიც კვიპროსული “დოქსას” მაისურს ირგებს. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრა უეფას ერთა ლიგის ეგიდით, 8 […]
საქართველო-საფრანგეთი U21: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია
4 სექტემბერს, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეექვსე შეხვედრას გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, საფრანგეთის ახალგაზრდულ ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, გუნდების ძირითადი შემადგენლობები ცნობილია. საქართველო: გუგეშაშვილი – ტაბატაძე, ბერიაშვილი, ასათიანი, ანდრონიკაშვილი – სამურკასოვი (კ) – დარცმელია, კუცია, სპანდერაშვილი, აზაროვი – არდაზიშვილი. საფრანგეთი: ლაფონტი, დაგბა, კუნდე, კამარა, […]
ინფექცია – კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა სანაკრებო მატჩები გამოტოვოს
კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა, ერთა ლიგის ახალი სეზონის საწყისი შეხვედრები გამოტოვოს. პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავმა ეროვნული გუნდის დახმარება შესაძლოა იმის გამო ვერ შეძლოს, რომ მარჯვენა ფეხში ინფექცია შეეჭრა. ევროპის მოქმედი ჩემპიონები 5 და 9 სექტემბერს ორ შეხვედრას გამართავენ და შესაბამისად, ხორვატიის და შვედეთის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდებიან. პორტუგალიელთა კაპიტანმა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ეროვნული გუნდის მაისურით 164 […]
ესტონეთი-საქართველო: ლიეტუველი არბიტრი, რომელსაც თბილისშიც უმსაჯია
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 5 სექტემბერს, ტალინში, ესტონეთის ეროვნულ გუნდთან შეხვედრით დაიწყებს. ცნობილია შეხვედრის მთავარი არბიტრის ვინაობა, ვინც ლიეტუველი დონატას რუმსასი იქნება. 32 წლის დონატასი სამსაჯო საქმიანობას 2005 წლიდან ეწევა, ფიფას კატეგორიის სტატუსს კი 2016 წლიდან ფლობს. მას კარიერაში 153 ოფიციალური მატჩისთვის უხელმძღვანელია და საერთო ჯამში, 646 ყვითელი და 19 წითელი […]
შმეიხელების დინასტია მანჩესტერში? – სულშერს ყოფილი თანაგუნდელის შვილი სურს
შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედში” შმეიხელების დინასტია შეიქმნას. “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელები დავიდ დე ხეას არასტაბილურმა თამაშმა დააფიქრა. ისინი ესპანელი მეკარის გასხვისებას და მის ნაცვლად, ლეგენდარული პეტერ შმეიხელის ვაჟის, კასპერ შმეიხელის დამატებაზე ფიქრობენ. The Sun-ის ინფორმაციით, ოლე გუნარ სულშერს ყოფილი თანაგუნდელის შვილის შესაძენად სერიოზული თანხის დახარჯვა მოუწევს, რადგანაც დანიის ნაკრების კარის დარაჯის კონტრაქტი “ლესტერთან” ძალაში კიდევ 3 წლითაა. “იუნაიტედს” […]
რაფაელ ვარანის ტიტულები 27 წლის ასაკში
მადრიდის “რეალის” და საფრანგეთის ნაკრების ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი ჯერ მხოლოდ 27 წლისაა, თუმცა მის მიერ მოგებული ტიტულების რაოდენობა გასაოცარია. ვარანს პროფესიონალურ დონეზე დებიუტი 2010 წელს, 17 წლის ასაკში, “ლენსის” შემადგენლობაში ჰქონდა, დღეს კი მის აქტივში, საკლუბო და სანაკრებო დონეზე ჩატარებული უკვე 400-ზე მეტი მატჩია. ლა ლიგის ბოლოსწინა, 37-ე ტურში, “ვილიარეალთან” გამარჯვების (2:1) შემდეგ, “სამეფო […]
იკერ კასილასი მადრიდის რეალში ბრუნდება
Იკერ კასილასი მადრიდის “რეალში” ბრუნდება. ლეგენდარული მეკარე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი “სამეფო კლუბს” დაუკავშირა, მშობლიურ გუნდში პრეზიდენტის, ფლორენტიო პერესის მრჩევლის პოსტზე მუშაობას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას წამყვანი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს და წერს, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში, იკერის მოვალეობები ზუსტად განისაზღვრება. უდიდესი ალბათობით, ის იმ პოსტს დაიკავებს, რომელზეც თავდაპირველად, ზინედინ ზიდანი მუშაობდა. მსოფლიოსა […]
ზუსტად 8 წლის წინ – ესპანეთი 4:0 იტალია (მიმოხილვა)
32 წლის წინ – ვან ბასტენმა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა (ვიდეო)
უეფა-მ მუნდიალზე ევროპული ნაკრებების საკვალიფიკაციო სქემა დაამტკიცა
17 ივნისს, უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე ყატარში, 2022 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ევროპული ნაკრებების შესარჩევი ფორმატი დამტკიცდა. ცნობილია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე 55 ნაკრები 10 ჯგუფში გადანაწილდება – ხუთი ექვსგუნდიანი და 5 ხუთგუნდიანი ჯგუფი. ჯგუფების გამარჯვებულები მუნდიალის საგზურს პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო 10 მეორეადგილოსანი პლეი-ოფში გადაინაცვლებს, სადაც ერთა ლიგის ორ საუკეთესო ეროვნულ გუნდს შეუერთდება და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული […]