კრიშტიანუ რონალდუს ყველა (9) გოლი ევროპის ჩემპიონატებზე (ვიდეო)
‘ოქტომბერზე ადრე შეუძლებელია’ – Daily Mail-ი ერთა ლიგის ფლეი-ოფზე პროგნოზს აკეთებს
ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფების ჩატარების შესაძლო ვარიანტს განიხილავს. გამოცემის მასალაში წერია, რომ ერთა ლიგის დასკვნითი მატჩები იმაზე გაცილებით გვიან ჩატარდება, ვიდრე მოსალოდნელია. ამრიგად, საქართველო-ბელარუსის დაპირისპირებას არა სექტემბერში, არამედ ოქტომბერში ან სულაც ნოემბერში უნდა ველოდოთ. ერთა ლიგის დასკვნით ფაზაში ოთხ დივიზიონში 16 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბოლო ოთხ მონაწილეს გამოარკვევს. როგორც ინგლისში წერენ, ეს […]
ოფიციალურად: ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო
ოფიციალურად დადასტურდა: ევროპის ჩემპიონატი მომავალი წლის ზაფხულისთვის გადაიდო. კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ინფორმაციას ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაცია მას მერე აქვეყნებს, რაც უეფას ვიდეო-კონფერენცია შედგა. რაც შეეხება შეწყვეტილ საკლუბო სეზონს, ის ზაფხულში დასრულდება და ფეხბურთელებს დასვენებისთვის გარკვეული დრო გამოეყოფათ. ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ელის 26 მარტს, “დინამო არენაზე”, […]
საქართველო-ბელარუსის მატჩის ბედი 17 მარტს გადაწყდება!
უეფაში 17 მარტს საგანგებო თათბირი ჩაინიშნა. სწორედ ამ თათბირზე გადაწყდება ევრო 2020-ის, ჩემპიონთა ლიგი და ევროპა ლიგის ბედი. In the light of ongoing developments in the spread of Covid-19, UEFA has invited various stakeholders to discuss European football’s response to the outbreak. Discussions will include all domestic and European competitions, including UEFA EURO 2020. Full […]
საქართველო-ბელარუსის მატჩის ყველა ონლაინ-ბილეთი გაიყიდა!
საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასასწრები ყველა ის ბილეთი, რომელიც ონლაინ იყიდებოდა, უკვე სრულად გაიყიდა. ბილეთების ინტერნეტ-პორტალის tkt.ge-ს ინფორმაციით, ერთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრის ყველა ბილეთი მომხმარებელმა შეიძინა. გარდა ინტერნეტისა, გულშემატკივარს ბილეთების შეძენა 23 თებერვლიდან “დინამო არენას” სალაროებშიც შეუძლია, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის მიერ წინა დღეს გავრცელებული ინფორმაციით ბილეთების 95% უკვე გაყიდულია. მატჩზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 5, 10, 15 და […]
არეულობა მეტოქის ბანაკში: ბელარუსული კლუბები ფეხბურთელებს ნაკრებში არ უშვებენ
ბელარუსულ ფეხბურთში დიდი არეულობაა. ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე ისტორიული დაპირისპირებისთვის ამხანაგური მატჩებით ემზადება. თებერვლის ბოლომდე ბელარუსის ნაკრები ბულგარეთსა და უზბეკეთს დაუპირისპირდება, თუმცა გუნდის ბირთვმა შესაძლოა ამ მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღოს. საქმე ისაა, რომ ბრესტის “დინამოს”, “ბატეს” და “შახტიორის” ხელმძღვანელობამ ეროვნულ გუნდში ფეხბურთელების გაგზავნაზე უარი თქვა. მიზეზი მოახლოებული სეზონის სამზადისი და მოთამაშეების გადატვირთვაა. პროტესტს ბელარუსის […]
ელიტ რაუნდში 19-წლამდელების მეტოქეები გაირკვა
2020 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის წილისყრა შედგა. საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკმაოდ რთულ, მესამე ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად შოტლანდია, საფრანგეთი და რუსეთი ეყოლება. 7 ჯგუფის გამარჯვებული მასპინძელ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს შეუერთდება და ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 19 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რამაზ სვანიძის გაწვრთნილებმა სამიდან სამი შეხვედრა მოიგეს (უნგრეთთან, ყაზახეთთან და […]
ფოტო, რომელიც ბეილს რეალში პრობლემებს შეუქმნის
გუშინ, 19 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა, სადაც უელსის ნაკრებმა შინ უნგრეთი 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ორივე გოლის გატანა აარონ რემზიმ შეძლო, პირველ გოლზე რემსის საგოლე გადაცემა კი გარეთ ბეილმა გაუკეთა. მატჩის შემდეგ უელსის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოედანზე, გულშემატკივართან ერთად აღნიშნა, რა დროსაც გარეთ ბეილმა უელსის ნაკრების დროშა გამოიტანა, […]
იტალია 9:1 სომხეთი (მიმოხილვა)
ყველა გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა – დარჩა 5 საგზური
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი სრულდება. უკვე ცნობილია 24-დან 19 გუნდი, რომელიც გაისად ზაფხულში, ევროპირველობაზე ითამაშებს. დანიამ, შვეიცარიამ, უკრაინამ, ბელგიამ, ესპანეთმა, იტალიამ, პოლონეთმა, თურქეთმა, საფრანგეთმა, ჩეხეთმა, შვედეთმა, ფინეთმა, გერმანიამ, ჰოლანდიამ, ხორვატიამ, ავსტრიამ, რუსეთმა და პორტუგალიამ უდიდესი ევროპული სანაკრებო ტურნირის საგზური უკვე მოიპოვეს. 20 გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ტრადიციული, პირდაპირი გზით მოხვდება, 4 ნაკრები კი საგზურს […]
63 წლის შემდეგ – ინგლისის ნაკრებმა მიღწევა გაიმეორა
ინგლისის ნაკრებს არსებობის ისტორიაში მეორე ყველაზე შედეგიანი წელიწადი გამოუვიდა. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში, გარეთ საუთგეიტის გუნდმა კოსოვოს (4:0) მოუგო, რის მერეც “სამ ლომს” 2019 წელს გატანილი 38 გოლი მოუგროვდა. ინგლისის ნაკრებს ასეთი შედეგიანი წელიწადი 1966 წელს ჰქონდა, მაშინ ბრიტანელებმა დღემდე ერათადერთი მსოფლიო ჩემპიონობა მოიგეს და 38 გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა მაშინ გუნდმა […]
ისტორიაში პირველად – ფინეთი ევროპის ჩემპიონატზეა
ისტორიაში პირველად – ფინეთის ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ევროშესარჩევის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში, ფინელებმა შინ ლიხტენშტეინს 3:0 მოუგეს. შეხვედრაში დუბლი გაიფორმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მეგოლე ტიმუ პუკიმ. ამ მოგებით ფინეთის ნაკრებმა 18 ქულა მოაგროვა და J ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა. ფინეთი მხოლოდ იტალიას ჩამორჩა და ისეთ ნაკრებებს აჯობა, როგორებიც საბერძნეთი, ლიხტენშტეინი, […]