ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ საქართველოს ეროვნულ გუნდთან გასამართი ისტორიული შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა. “ჩვენ ვიცით, ვის წინააღმდეგ და რა მიზნის მისაღწევადაც ვთამაშობთ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, მოტივირებულები, რომ მაღალ დონეზე ვითამაშოთ მატჩი და გავიმარჯვოთ, რათა საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ. ეს არის მატჩი, რომელსაც ნამდვილად განსაკუთრებული ემოციები სდევს თან, რადგან ისტორიული წარმატების […]