ერიქსენის აგენტმა ფეხბურთელის მდგომარეობაზე სიახლე გაავრცელა
კრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისმა აგენტმა მარტინ შუტსიმ სიახლე გაავრცელა. დანიის ნაკრების ლიდერის აგენტის თქმით, იგი ფეხბურთელის მამას ტელეფონით ესაუბრა, რომელმაც დაუდასტურა, რომ კრისტიან ერიქსენს დამოუკიდებლად სუნთქვა და საუბარი შეუძლია. უეფას ინფორმაციით, ერიქსენი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის B ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში დანია – ფინეთი, 42-ე წუთზე ფეხბურთელმა გონება დაკარგა და მოედანზე […]
ესპანეთი 0:0 შვედეთი (მიმოხილვა)
ესტონეთი-საქართველო: ლიეტუველი არბიტრი, რომელსაც თბილისშიც უმსაჯია
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 5 სექტემბერს, ტალინში, ესტონეთის ეროვნულ გუნდთან შეხვედრით დაიწყებს. ცნობილია შეხვედრის მთავარი არბიტრის ვინაობა, ვინც ლიეტუველი დონატას რუმსასი იქნება. 32 წლის დონატასი სამსაჯო საქმიანობას 2005 წლიდან ეწევა, ფიფას კატეგორიის სტატუსს კი 2016 წლიდან ფლობს. მას კარიერაში 153 ოფიციალური მატჩისთვის უხელმძღვანელია და საერთო ჯამში, 646 ყვითელი და 19 წითელი […]
ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი: “საქართველოს უკეთესი თავდამსხმელი სჭირდება”
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო ტურის შეხვედრაში, “დინამო არენაზე”, საქართველოსთან ნათამაშები უგოლო ფრეს შემდეგ, ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვულაიდმა კომენტარი გააკეთა. “საქართველოს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს და დღეს ისინი თამაშის მსვლელობას აკონტროლებდნენ. უკეთესი შედეგის მისაღწევად მათ ძლიერი თავდამსხმელი სჭირდება. უფრო მაღალ დონეზე ასასვლელად არსებული რესურსი არ გვეყო, თუმცა ბევრი ვიბრძოლეთ და დაცვაში სწორი თამაშით ფრეს […]
ვეინალდუმმა ნიდერლანდების უპირატესობა ორამდე გაზარდა (ვიდეო)
ვიქტორ ვალდესი შესაძლოა ბარსელონაში დაბრუნდეს
“ბარსელონას” ყოფილი მეკარე ვიქტორ ვალდესი შესაძლოა მშობლიურ კლუბში დაბრუნდეს. Mundo Deportivo– ს ცნობით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჟოან ლაპორტა საპრეზიდენტო არჩვნებში წარმატებას მიაღწევს და კლუბის მმართველი კიდევ ერთხელ გახდება. ცნობილია, რომ ვალდესი და ლაპორტა ახლო მეგობრები არიან, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ 2017 წელს, ესპანეთის ნაკრების ყოფილი გოლკიპერის ქორწილში “ბარსელონას” ყოფილი ხელმძღვანელი მეუღლესთან ერთად […]
ვლადიმირ დიმიტროვსკი: “ეს ტაქტიკური ბრძოლა იქნება, რომელი გუნდიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, გამარჯვებულიც ის გახდება”
ვლადიმირ დიმიტროვსკი საქართველოს ჩემპიონატის ერთადერთი მაკედონიელი ლეგიონერია. 31 წლის ცენტრალური მცველი 2020 წლის იანვრის შემდეგ, “თელავის” მაისურს ირგებს და კახური გუნდის შემადგენლობაში უკვე 8 მატჩის ჩატარება მოასწრო. დიმიტროვსკის კარიერის განმავლობაში ისეთი გუნდების შემადგენლობაში უთამაშია, როგორიც “რაბოტნიჩკი“, “ვარდარი“, “მლადა ბოლესლავი“, “ყარაბახი“, “ტეპლიცე“, “კერკირა” და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებია. ეროვნული ლიგის მაკედონიელმა ლეგიონერმა მის სამშობლოსა და საქართველოს ნაკრებს შორის […]
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი დიდი ალბათობით, მალე აქტიურ სამუშაოს დაუბრუნდება. სლოვაკური მედიიის ინფორმაციით, 56 წლის სპეციალისტის დასაქმებით მისი ყოფილი კლუბი, ბრატისლავის “სლოვანი” ინტერესდება. წყაროს ცნობით, სლოვაკური კლუბის მოქმედი მთავარი მწვრთნელი დარკო მილანიჩი, რომელმაც “სლოვანი” სექტემბერში ჩაიბარა, გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ბრატისლაველებს ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ლიდერის პოზიცია უკავიათ და […]
ვლადიმირ ვაისი: “ბედნიერი ვერ ვიქნები, პენალტზე კი კომენტარს არ გავაკეთებ”
საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის ფრედ დასრულებული შეხვედრის (1:1) შემდეგ, “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა. “ბედნიერი ვერ ვიქნები, რადგან მაკედონიამ გოლი კაცნაკლულმა გაგვიტანა. გოლი ისეთი პენალტიდან გავუშვით, რომელზეც კომენტარის გაკეთება არ მინდა. ჩვენ გვქონდა შანსი, რომ მეორე და მესამე გოლი გაგვეტანა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.ნაწყენები ვართ, რადგან ჯგუფში პირველ ადგილზე გადასვლა ისევ ვერ […]
ვლადიმირ ვაისი: “ეს მატჩი პირველი ადგილისთვის უმნიშვნელოვანესია, ჩვენ ყველა სქემისთვის მზად ვართ”
უეფას ერთა ლიგის C დივზიონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრამდე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა. “ეს მატჩი ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად უმნიშვნელოვანესია. ის გუნდი, რომელიც ამ შეხვედრას მოიგებს, უდიდესი ალბათობით, ჯგუფის გამარჯვებულიც ის გახდება. არ ვიცი, ხვალ მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომელ სისტემას შეარჩევს, სამ თუ ოთხ მცველს, მაგრამ ჩვენ ორივე შემთხვევისთვის […]
ვლადიმირ ვაისი: “თამაშით კმაყოფილი ვარ, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ”
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, სომხეთთან ნათამაშები ფრეს – 2:2 შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეხვედრა შეაფასა და მაკედონიასთან გასამართი მატჩის შესახებაც ისაუბრა. “წინა მატჩის შემდეგ შემადგენლობაში ცხრა ცვლილება გვქონდა. გოლი მატჩის დებიუტში გავუშვით, მაშინ, როდესაც ერთი ფეხბურთელი მოედნის მიღმა იყო. ამის შემდეგ შევქმენით კარგი მომენტები და პირველივე ტაიმში უნდა […]
ვლადიმირ ვაისი: “შემადგენლობაში არაერთ ცვლილებას ვგეგმავთ, სომხეთთან განსხვავებული თამაში იქნება”
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები სომხეთის ეროვნულ გუნდს 11 ოქტომბერს, ნეიტრალურ არენაზე, პოლონეთში დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირი ვაისმა პოლონეთში მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ მისი გუნდის მომზადებასა და და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. მის სიტყვებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს. “ერთა ლიგის ხვალინდელ შეხვედრაში არაერთი ცვლილება […]