სუპერ ლიგასთან დაკავშირებით ტენ ჰაგის აზრმა, მანჩესტერის გულშემატკივრების აგრესია გამოიწვია
ევროპის სუპერ ლიგასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, პრემიერ ლიგის გუნდების წარმომადგენლები აზრის დაფიქსირებისგან თავს იკავებენ. თუმცა, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა აღნიშნა, რომ სუპერ ლიგა ფეხბურთს უკეთესს გახდის. „მიმაჩნია, რომ დღევანდელი სტრუქტურა კარგია, თუმცა, ახალი წამოწყებები ყოველთვის უკეთესია. ეს ყველაფერი ფეხბურთის განვითარებისთვის კარგი იქნება. ადამიანებს ყოველთვის უკეთესი სურთ. თუ ეს წამოწყება ფეხბურთს სიკეთეს მოუტანს მე […]
ევროპის სუპერ ლიგამ ახალი ფორმატი გამოაცხადა
“სუპერ ლიგის”, რომელიც საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა, ახალი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ აღნიშნული ტურნირი, სულ რაღაც, სამ წელიწადში ხელახლა დაიწყება. მათ დღეს ახალი ფორმატი გამოაცხადეს, რომლის მთავარი “მოთხოვნებიც” შემდეგია: შეჯიბრში მონაწილეობა უნდა მიიღოს 60-დან 80-კლუბამდე იქნება ბევრი დივიზიონი შეჯიბრს არ ეყოლება მუდმივი წევრები კლუბები სეზონის განმავლობაში მინიმუმ 14 მატჩს ითამაშებენ ევროპულ ფეხბურთში დიდი აღშფოთება მოჰყვა ფაქტს, როდესაც […]
ოფიციალურად: უეფა სუპერ ლიგის გუნდებს დასჯის
სუპერ ლიგის ისტორია ჩანასახშივე დასასრულს მიუახლოვდა – საფეხბურთო ასოციაციების, გულშემატკივრებისა და ფეხბურთში მოღვაწე სხვადასხვა მხარეების მძაფრი კრიტიკისა და დაპირისპირების ფონზე, ევროპის წამყვანმა კლუბებმა ელიტური ტურნირის გამართვაზე უარი განაცხადეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, უეფა-მ მის წინააღმდეგ მოქმედი გუნდების დასჯა გადაწყვიტა: არსენალი, მილანი, ჩელსი, ატლეტიკო, ინტერი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში, შემოსავლის 5%-ს […]
ვილიარეალის პრეზიდენტი: “პერესი ეგოისტია, ის არ გვჭირდება”
“ვილიარეალის” პრეზიდენტმა ფერნანდო როიგმა სუპერ ლიგა და ტურნირის შექმნის მთავარი ინიციატორი, ფლორენტინო პერესი გააკრიტიკა. “პერესი ეგოისტი, ეგოისტი და კიდევ უფრო ეგოისტია. ის მხოლოდ “რეალ მადრიდზე” ფიქრობს. ჩვენ, “ვილიარეალს”, ის არ გვჭირდება და არც ვაპირებთ, რომ ვინმე გადავარჩინოთ,” – ამბობს ფერნანდო. 🚨 Fernando Roig, presidente del @VillarrealCF, en @apunt_media 🤬 "Florentino es un egoísta y sólo […]
“სუპერ ლიგის უფლებებს სასამართლოში დავიცავთ” – ახალი ტურნირის შემქმნელების ოფიციალური განცხადება
ევროპის სუპერ ლიგამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც ინგლისის პრემიერ ლიგის “დიდი ექვსეულის” გუნდებმა დატოვეს საყოველთაო განსჯის საგნად გამხდარი პროექტი. “მანჩესტერ სიტიმ”, “მანჩესტერ იუნაიტედმა”, “ჩელსიმ”, “ლივერპულმა”, “ტოტენჰემმა” და “არსენალმა” დაადასტურეს, რომ მასობრივი ნეგატიური რეაგირების შემდეგ, ისინი შემოთავაზებული ტურნირიდან გამოსვლას აპირებენ. ყველაფერ ამის შემდეგ, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის მიერ ინიცირებულმა ტურნირმა ოფიციალური წერილი გაავრცელა: “ჩვენ […]
“დიდი შეცდომა დავუშვი, პასუხისმგებლობა სრულად მე მეკისრება” – ლივერპულის მფლობელმა ბოდიში მოიხადა
ლივერპულის მფლობელი ჯონ ვილიამ ჰენრი მეორე პრემიერ ლიგის “დიდი ექვსეულის” კლუბების მფლობელთა შორის პირველია, რომელმაც ევროპის სუპერ ლიგის შემქმნელთა შორის მონაწილეობისთვის საჯაროდ, ბოდიში მოიხადა. მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ინგლისური კლუბების “მანჩესტერ სიტის”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, ლონდონის “ჩელსის”, “ტოტენჰემისა” და “არსენალის” ქომაგებმა, ხმა აიმაღლეს იმის შესახებ, რომ არ სურდათ სუპერ ლიგის შემადგენლობა. მერსისაიდული კლუბის მიმართ პროტესტი […]
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის ყველა ის კლუბი, რომელსაც ევროპის სუპერ ლიგაში მონაწილეობა უნდა მიეღო, გადაწყვეტილებას ცვლის და ჯერ არ შემდგარ ტურნირს ტოვებს. “დიდი ექვსეულის” გუნდებიდან თავდაპირველად ხსენებული გადაწყვეტილება “მანჩესტერ სიტიმ” და ლონდონის “ჩელსიმ” მიიღეს, მოგვიანებით კი მათ ნაკვალევს “არსენალი”, “ლივერპული”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ტოტენჰემიც” მიყვნენ. ყველა კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო და სოციალური ქსელის თავ-თავიანთ გვერდებზე […]
ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული მედია საშუალებები ერთხმად ავრცელებენ. როგორც ირკვევა, აღნიშნული შოკისმოგვრელი სიახლის მთავარი მიზეზი ევროპის სუპერ ლიგის შექმნის იდეაა, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში მთელი მსოფლიოს საფეხბურთო საზსოგადოება აალაპარაკა და ორად გაყო. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის და მათი გავრცელებისთანავე, სტატია განახლდება. 45 წლის იტალიელი, რომლის ოჯახიც […]
შოთა არველაძე: “არ მომწონს იდეა, რომელსაც გვთავაზობენ
ევროპის სუპერ ლიგის შესახებ კომენტარი სოციალურ ქსელში შოთა არველაძემაც გააკეთა. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ახალი ტურნირის იდეის წინააღმდეგია. “როგორც კი ფეხბურთი გახდება ელიტური და ჩაკეტავს საზღვრებს, ის დაკარგავს მის მთავარ ღირებულებას. ფეხბურთი უნდა იყოს ყველგან და ყველასთვის, გამონაკლისი წესის გარეშე. ამიტომაც, არ მომწონს იდეა, რომელსაც გვთავაზობენ და ვფიქრობ, ფეხბურთის მოყვარული ადამიანების დიდი უმრავლესობა ამას არ მიიღებს,” […]
“ჩვენ გადავარჩინეთ ფეხბურთი” – ჩელსის ფანები ქუჩაში მღერიან (ვიდეო)
გვარდიოლა | როდესაც წარმატება წინასწარ გაქვს გარანტირებული, ეს სპორტი არაა
“ლივერპული”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი” და “არსენალი” იმ 12 გრანდს შორის აღმოჩნდნენ, რომელთაც ევროპის სუპერ ლიგაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს. “ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა – პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ახალი ტურნირის შესახებ საკმაოდ მწირ ინფორმაციას ფლობს და კარგი იქნება თუ კლუბების პრეზიდენტები განმარტებას გააკეთებენ. გვარდიოლას მტკიცებით, თუ ევროპის სუპერ ლიგაში გუნდების აღზევება და დაქვეითება არ […]
“მოგიწოდებთ შეწყვიტოთ ეს საქმიანობა” – პრემიერ ლიგამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა
ინგლისის პრემიერ ლიგის ვებ-გვერდმა ევროპის სუპერ ლიგასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გავრცელა. “პრემიერ ლიგა, FA-სთან ერთად, დღეს კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა, რათა სუპერ ლიგის შექმნის იდეა და მისი შედეგები განეხილათ. შეხვედრაზე თოთხმეტმა კლუბმა ერთხმად და ენერგიულად უარყო შეჯიბრის გეგმები. პრემიერ ლიგა განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს, რათა ეს პროექტი არ განვითარდეს, აგრეთვე დადგეს იმ აქციონერების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც […]