პრემიერლიგის გუნდების კაპიტნებმა ახალ პროტოკოლს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც შეზღუდვები რასიზმის წინააღმდეგ ჟესტებს შეეხება. პრემიერლიგამ დაადასტურა, რომ ცვლილებები მუხლის მოდრეკის ჟესტს შეეხება. მოთამაშეები ყოველი მატჩის წინ მუხლს აღარ მოიდრეკენ და აღნიშნული ქმედება მხოლოდ კონკრეტული თამაშებისთვის იქნება შესაძლებელი. ოცივე კლუბის კაპიტანი ამ ცვლილებას დათანხმდა. იქვე დასძინეს, რომ რასიზმის ადგილი ფეხბურთში არაა. „ჩვენ კვლავ გამოვხატავთ სოლიდარობას იმ […]