საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპი დიდებულად დაასრულა. “ჯვაროსნებმა” ჯგუფური ეტაპის 6 მატჩიდან 5 გამარჯვებით დაასრულეს, ერთადერთი ფრე კი ბულგარეთთან ითამაშეს (0:0). ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა 6 მატჩში 16 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი მხოლოდ 3 გოლი მიიღეს. ერთა ლიგის C დივიზიონის წარმატებით დასრულებით, საქართველოს ნაკრებმა სარეიტინგო ქულები მოიპოვა და FIFA-ს მსოფლიო […]