მუნდიალი 2022 | სენეგალის ნაკრებს ინგლისთან მატჩის წინ გამოძიება და ჯარიმა ელის
სენეგალის ნაკრებისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი უკვე წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ, ვინაიდან აფრიკულმა ნაკრებმა ისტორიაში მეორედ მუნდიალის პლეი-ოფში კვალიფიცირება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს მთავარი ვარსკვლავი და ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, სადიო მანე ტრავმის გამო ვერ ეხმარება, ალიუ სისეს გუნდმა კატარისა და ეკვადორის წინააღმდეგ გამარჯვებები და ჯგუფიდან გასვლა მაინც შეძლოს. მიუხედავად ამისა, სენეგალის ნაკრებს პრობლემები მაინც შეექმნა. […]
“უკრაინა მუნდიალზე უნდა იყოს. ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე ყოფნას არ იმსახურებს!” – სერგეი პალკინი
ფიფას მოუწოდებენ, რომ 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატიდან ირანი მოხსნან და მისი ადგილი უკრაინამ დაიკავოს. ამ თვის დასაწყისში, უფლებადამცველთა ჯგუფმა Open Stadiums-მა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს მოუწოდა, რომ ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან მოიხსნას. მიზეზად მათ ქვეყანაში ქალთა უფლებების უხეში შელახვა სახელდება. გარდა ამისა, ირანს, უკრაინაში მიმდინარე ომში, რუსეთის მხარდაჭერაშიც სდებენ ბრალს. ბრიტანეთის თავდაცვის […]
4 საფეხურით წინ – საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში 4 საფეხურით დაწინაურდა. სექტემბრის სანაკრებო შეხვედრების შემდეგ, FIFA-მ განახლებული რეიტინგი 6 ოქტომბერს გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 82-დან 78-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს ნაკრებმა სექტემბრის თვეში ორი ოფიციალური მატჩი გამართა და ორივე მათგანში გამარჯვებას მიაღწია. უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი ტურის მატჩებში საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიას – […]
ფილიპ ლამი ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებს
გერმანიისა და “ბაიერნის” ყოფილი კაპიტანი ფილიპ ლამი, ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს, ბოიკოტს უცხადებს. მასპინძელ ქვეყანაში დიდი მზადება მიმდინარეობდა მთავარი საფეხბურთო ტურნირის გამო. აშენდა სტადიონები და დაიგო მოედნებამდე მისასვლელი გზები, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დღესაც უამრავი სუბიექტის უფლებები ირღვევა. მუშებს შეუსაბამო პირობებში უწევთ ღამის გათევა და გარდა ამისა, ადგილზე არ არის დაცული ელემენტარული უსაფრთხოების […]
საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ გრანდ, “ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ, პოპულარული საფეხბურთო სიმულატორის, FIFA-ს ახალი, ვერსიის გამოსვლას ქართველი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან, თუმცა, ექსკლუზიური უფლებები EA Sports-ის კონკურენტმა კომპანია KONAMI-მ შეიძინა და ლიცენზირებული “ნაპოლის” სათამაშოდ გამოყენება მხოლოდ Efootball pes-ში იქნება შესაძლებელი. მხარეებს შორის თანამშრომლობა 2021/22 წლების სეზონიდან დაიწყო, ხოლო სრულად ექსკლუზიურ უფლებებს KONAMI 2022/23 წლების სეზონიდან მიიღებს. […]
FIFA 23-ში ყველაზე რეიტინგული ფეხბურთელი ცნობილია
სოციალურ მედიაში გავრცელებული ჭორების მიხედვით, FIFA 23-ში ყველაზე რეიტინგული ფეხბურთელი კილიან მბაპე იქნება. FIFA-ს ახალი ამბების წყარო FUTZONEFIFA ირწმუნება, რომ მბაპე მომავალ სეზონში საუკეთესო მოთამაშე იქნება. ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით ფრანგი თავდამსხმელის რეიტინგი 92 იქნება. 🚨 The EA Golden Boy 🇫🇷 Kylian Mbappé is the highest rated player to come in #FIFA23 coming in with a […]
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, “დინამო ბათუმი” ბრატისლავის “სლოვანს” დაუპირისპირდება. ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის 2022 წლის ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებას, საკმაოდ გამოცდილი არბიტრი დევიდ კუტი უხელმძღვანელებს. ინგლისელი მსაჯი 2018 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატის, ინგლისის პრემიერლიგისა და ასევე ჩემპიონშიფის შეხვედრებს ემსახურება. FIFA-ს პირველი კატეგორიის არბიტრს პრემიერ ლიგაში დებიუტი 4 წლის წინ […]
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალ ტექნოლოგიას გამოიყენებენ
ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევრად ავტომატიზირებულ ოფსაიდის ტექნოლოგიას გამოიყენებენ. FIFA-ს თქმით, ეს ინოვაცია თამაშგარე გადაწყვეტილებების სიჩქარისა და სიზუსტის გასაუმჯობესებლადაა. აღნიშნული ტექნოლოგია წარმატებით გამოიცადა 2021 წლის არაბეთის თასზე და გასული წლის ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე. რა არის ნახევრად ავტომატური ოფსაიდის ტექნოლოგია? “ნახევრად ავტომატური ოფსაიდის ტექნოლოგია მატჩების ოფიციალური პირების დასახმარებლადაა შექმნილი. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ვიდეო […]
FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტი, ზეპ ბლატერი, რომელიც თაღლითობაშია ბრალდებული, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ყველა ბრალდებას უარყოფს. “მინდა ჩემი ღირსების გასუფთავება. არ ვიცი რატომ, მაგრამ ინფანტინო არ მიღებს. ის ხელოვნურადაც კი ცდილობს ჩემს წინააღმდეგ საქმის აღძვრას. მას სურს ჩემი განადგურება ისევე როგორც ყველაფერი, რაც გავაკეთე, რადგან ფიქრობს, რომ ის ასე უკეთესი გამოჩნდება. უნდა ვთქვა, რომ ძალიან გაკვირვებული ვარ. […]
საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში დაწინაურდა. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა 3 საფეხურით წინ წაიწია და 85-დან 82-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. საინტერესოა, რომ ჩვენს გუნდს მსოფლიოს რეიტინგში 20.15 ქულა მოემატა და საერთო ჯამში 1276.21 დააგროვა, ამაზე დიდი პროგრესი კი მხოლოდ 11 ნაკრებს აქვს. საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის ივნისის თვეში უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე 4 […]
მსოფლიოს ფეხბურთის მმართველმა ორგაიზაციამ რუსეთის და უკრაინის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს და მომუშავე მწვრთნელებს ნება ადართო თავიანთი კლუბები 2023 წლის 30 ივნისამდე დატოვონ. აღნიშნული რეგულაცია პირველ ეტაპზე 2022 წლის 30 ივნისამდე იქნა მიღებული, თუმცა ახლა FIFA-მ დადგენილება 1 წლით გაახანგრძლივა. ეს რეგულაცია დადებითად იმოქმედებს იმ ქართველ ფეხბურთელებზე და მათ კარიერულ მომავალზე, რომლებსაც რუსულ კლუბებთან კონტრაქტი აკავშირებთ და […]