“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებს, გაბრიელ ჟეზუსსა და კაილ უოლკერს, კორონავირუსი დაუდგინდათ – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ფეხბურთელების გარდა, კორონავირუსით მანჩესტერული გუნდის ორი თანამშრომელია დაინფიცირებული. პრემიერ ლიგის რეგულაციების თანახმად, ოთხივე მათგანი იზოლაციაში 10 დღით უნდა გადავიდეს. აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელმა სამშაბათს, “არსენალის” წინააღმდეგ (4:1), ინგლისის ლიგის თასზე ითამაშა. ჟეზუსი და უოლკერი “სიტის” მომდევნო მატჩებს გამოტოვებენ – […]