ახალი კვირიდან საჩოგბურთო სამყაროში მეცის 250-ქულიანი ტურნირი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც მონაწილეობს. ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირზე საწყისი ორი მეტოქე დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა. საყურადღებოა 1/8-ფინალური მატჩი, სადაც ნიკას მეტოქე ესპანელი დავიდოვიჩ-ფოკინა გახლდათ, რომელთანაც დრამატულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა, ქართველმა ჩოგბურთელმა 5 მატჩ-პოინტი გადაარჩინა. 1/4-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი, გაელ მონფილსი იქნება. დავიდოვიჩ-ფოკინასთან […]