მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველმა მარსელომ უეფას პრესსამსახურთან ჩემპიონთა ლიგაში მიმდინარე სეზონში მოპოვებული პირველი გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. “ვფიქრობ, ჩვენ უბრალოდ იღბალი დაგვაკლდა იმისთვის, რომ კიდევ ორი გოლი გაგვეტანა. ამ მატჩის მოსაგებად უდიდესი ძალისხმევა და ენერგია ჩავდეთ. შეტევაში ორჯერ უფრო სწრაფად ვმოქმედებდით. დღეს ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვიყავით, რომ ეს შეხვედრა მოგვეგო, სხვა ვარიანტი არ გვქონდა. “გალათასარაი” რთული […]