სამუელ ინკუმი საქართველოს ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერია. განელი ფეხბურთელი ჩვენს ჩემპიონატს 2020 წლის დასაწყისში შეუერთდა და “სამტრედიას” მაისურით 14 შეხვედრაში ითამაშა და 1 გოლის გატანაც მოახერხა. 31 წლის ფეხბურთელი ამპლუით მარჯვენა მცველია, თუმცა მას შეგვიძლია უნივერსალი ვუწოდოთ, ვინაიდან თამაში როგორც მარცხენა ფლანგზე, ისე ნახევარდაცვასა და შეტევაშიც კარგად ეხერხება. განის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, რომელსაც კარიერაში ორ […]