კონტინენტური ჩემპიონატების დასრულების შემდეგ, ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. 70-კილოგრამ წონით კატეგორიაში რეიტინგის ლიდერი 54 200 ქულით ზურაბ იაკობიშვილია, რომელმაც წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ყირგიზ მოჭიდავეს, ერნაზარ ახმატალიევს აზიის ჩემპიონატზე გამარჯვების შემთხვევაში, იაკობიშვილზე გადასწრების შანსი ჰქონდა, თუმცა მან ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა. 125-კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორეა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, […]