“გენტსა” და “რომას” შორის გამართული შეხვდრის (1:1) შემდეგ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია თანაგუნდელს დაუპირისპირდა. ქართველი ფორვარდისა და ბელგიური კლუბის სათადარიგო მეკარის დუელის შესახებ ბელგიური გამოცემა voetbalprimeur.be წერს. “მატჩის დასრულების შემდეგ, “ბუფალოების” სათადარიგო მეკარე კოლინ კოსმანსი გიორგი ქვილითაიას დაუპირისპირდა, რაზეც ქართველისგან აგრესიული პასუხი მიიღო. ფეხბურთელები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ, საბოლოოდ, სიტუაცია გუნდის კაპიტანმა ოჯიჯა-ოფოემ განმუხტა”,-წერს ბელგიური გამოცემა. […]