კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი – დღე II (ვიდეო)
ჩინეთში მიმდინარე საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე ძალიან საინტერესო გამოდგა. საქმეში აშშ, ლიტვა, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი და ავსტრალია ჩაერთვნენ. E ჯგუფი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო ჩემპიონატის ნომერ პირველმა ფავორიტმა, აშშ-მ, თუმცა ქება ეკუთვნის ჩეხეთის ნაკრებსაც, რომელიც მრისხანე მეტოქეს არ შეუშინდა და დიდი ხნის მანძილზე არ აძლევდა გაქცევის საშუალებას. პირველი მეოთხედის შუაწელში ჩეხები ამარცხებდნენ კიდევ ამერიკელებს, მაგრამ […]
იანის ანტეტოკუნმპო საბერძნეთის ნაკრების განაცხადშია!
საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ჩინეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისათვის 18 კაციანი წინასწარი განაცხადი გამოაქვეყნა. განაცხადშია სამივე ანტეტოკუნმპო, ბურისისი და კალატესი. იანის ანტეტოკუნმპოსთვის ეს მეორე მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. შეგახსენებთ რომ იანისი NBA-ს რეგულარული სეზონის MVP გახდა. შემადგენლობაშია ტაილერ დორსი “მემფის გრიზლიდან”, რომელიც ნატურალიზებული მოთამაშის რანგში იქნება. სრული განაცხადი კი ასე გამოიყურება: იანის ათინაიუ (პროვანსი, საფრანგეთი) იანის […]