ლეგიონერები | ევროთასების ჯგუფური ეტაპი ცუცქირიძის სადებიუტო ლელოთი დასრულდა
ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი ჩემპიონთა თასისთვის, ექვსი კი ჩელენჯ თასისთვის განაგრძობს ბრძოლას. გასულ უქმეებზე საკლუბო ევროტურნირების ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა და გიორგი ცუცქირიძემ ‘სტად ფრანსეს’ კვართით პირველი ლელო გაიტანა. ჩემპიონთა თასი „ა“ ჯგუფიდან ჩემპიონთა თასის ფლეი ოფში ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან მხოლოდ ინგლისური ‘გლოსთერი’ გავიდა. დასკვნით ტურში ის ‘ბორდოს’ ეწვია და 26:17 დაამარცხა. სტუმართა შორის […]
კიდევ ერთი ქართველი ბარბაროსებში!
27 ნოემბერს, თბილისის დროით, 18:30 საათზე “ბარბაროსებისა” და სამოას დაპირისპირება შედგება. მატჩი ინგლისში, ლეგენდარულ “თვიქენჰემზე” გაიმართება. რაგბის ქართველი გულშემატკივრისათვის აღნიშნული დაპირისპირება იმითაცაა საინტერესო, რომ მასში ქართველი მორაგბე მიიღებს მონაწილეობას. “ბარბაროსების” კვართს “რასინგ 92”-ის ბურჯი გია ხარაიშვილი მოირგებს. შეგახსენებთ, სხვადასხვა დროს “ბარბაროსების” რიგებში დავით ზირაქაშვილმა, მამუკა გორგოძემ, დავით ქუბრიაშვილმა, გოდერძი შველიძემ, დავით კაჭარავამ, კოტე მიქაუტაძემ, მიხეილ […]
ლეგიონერები | ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის მეექვსე ტური
საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონებში გასულ კვირაში მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა და მასში ქართველმა ლეგიონერებმა მრავლად მიიღეს მონაწილეობა. ტოპ 14 ტოპ 14-ის მეექვსე ტურში “ლიონი” “ბიარიცს” ეწვია და ბონუსით, 40:5 დაამარცხა. გამარჯვებულთა ძირითადში იყო ბექა საღინაძე. ის მე-66 წუთზე შეცვალეს, თუმცა დასკვნით წუთებში კვლავ მოედანზე დააბრუნეს. მასპინძელთა ძირითადში იყო ლუკა აზარიაშვილი და 51-ე წუთზე მის ნაცვლად თამაშში […]