ქუთაისის ტორპედოს გია ცეცაძე აღარ გაწვრთნის
გია ცეცაძე ქუთაისის ტორპედოს აღარ გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაცია იმერული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ხელმძღვანელობამ 47 წლის სპეციალისტს დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ დაწერილი განცხადება დაუკმაყოფილა და გუნდის დატოვების ნება მისცა. კლუბი, მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში. გია ცეცაძეს ბოლო პერიოდში გუნდში არადამაკმაყოფილებელი შედეგები ჰქონდა, რასაც “ტორპედოს” […]
გიორგი არაბიძემ შესაძლოა ქუთაისის ტორპედოში ითამაშოს
უდიდესი ალბათობით, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი არაბიძე კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს. მას მერე, რაც 2021 წლის ეროვნული ლიგის სეზონში, “სამტრედიამ” ბოლო პოზიცია დაიკავა და უძლიერესი ათეულიდან დაქვეითდა, 23 წლის ფეხბურთელი იმერულ კლუბს დაემშვიდობა. Live.ge-ს ინფორმაციით, არაბიძის დამატება რამდენიმე კლუბს სურს, მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი კი ქუთაისის “ტორპედოა“, რომელსაც სწორედ “სამტრედიას” ყოფილი მწვრთნელი, გია ცეცაძე ხელმძღვანელობს […]
ქუთაისის ტორპედოს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ეს გია ცეცაძე იქნება. 47 წლის სპეციალისტისთვის ეს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მეორე კლუბი იქნება – მან სეზონი “სამტრედიასთან” ერთად დაიწყო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დატოვა. საინტერესოა, რომ ქუთაისური გუნდის ხელმძღვანელის რანგში მისი დებიუტი ეროვნული ლიგის 34-ე ტურში, სწორედ “სამტრედიას” წინააღმდეგ შედგება, რომელიც 21 ნოემბერს […]
კარიერაში მესამედ: გია ცეცაძემ სამტრედია დატოვა
“სამტრედიას” ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. “გია ცეცაძემ “სამტრედია” დატოვა!კლუბი მადლობას უხდის მას და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში!”, – წერს “სამტრედია”. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს ვაკანტურ პოზიციას. რაც შეეხება ცეცაძეს მან იმერული კლუბი კარიერაში უკვე მესამედ დატოვა. თავდაპირველად იგი გუნდში 2015-17 წლებში მუშაობდა, […]
ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე “დინამო თბილისის” გამარჯვებით დასრულდა. გიორგი ნემსაძემ სადებიუტო წრის 9 მატჩიდან 7 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთშიც დამარცხდა. საერთო ჯამში, მოქმედმა ჩემპიონმა 22 ქულას მოუყარა თავი და ერთპიროვნული ლიდერის სტატუსიც დაიბევა. თბილისელები კარგ ფორმაში არიან და ზედიზედ 6 შეხვედრის მოგებაც მოახერხეს. ჩემპიონობის კიდევ ერთი ფავორიტი, თბილისელთა მოსახელე ბათუმური კლუბი მეორე […]
ეროვნული ლიგა: 2020 წლის სეზონის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოში 2020 წლის საფეხბურთო სეზონი “დინამო თბილისის” ჩემპიონობით დასრულდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ტრიუმფი ისტორიაში მეთვრამეტედ იზეიმა და საჩემპიონო ფარი თავისთან კიდევ ერთი წლით დაიტოვა. “ლურჯ-თეთრებს” რთული სეზონი გამოუვიდათ: სეზონის შუაში შეცვლილი მთავარი მწვრთნელი, ევროტურნირებზე უმძიმესი მარცხი, თუმცა ამის მიუხედავად ჩისკოს გუნდმა შიდა ჩემპიონატში 40 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ზედიზედ მეორედ, ვიცე-ჩემპიონის წოდება […]
თემურ შალამბერიძემ პოსტი დატოვა – საბურთალოს ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდიც ადასტურებს. საქართველოს ექს-ჩემპიონი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თემურ შალამბერიძეს დაემშვიდობა, რომელიც გუნდს თებერვლის შემდეგ ხელმძღვანელობდა. მას მერე, რაც 2019 წლის ბოლოს გუნდი გიორგი ჭიაბრიშვილმა დატოვა, “საბურთალომ” უკვე მეორე მწვრთნელი გაათავისუფლა. წლის დასაწყისში თბილისური კლუბი გია ცეცაძემ ჩაიბარა, თუმცა თანამდებობა მალევე, ერთი ოფიციალური მატჩის […]
გია ცეცაძე: “ჯერ მხოლოდ 4 ვარჯიში ჩავატარე, მაგრამ კმაყოფილი ვარ”
გამოცდილმა ქართველმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ უკრაინის პრემიერლიგაში “ლვოვს” პირველად უხელმძღვანელა და “კარპატთან” დერბიში ფრე – 1:1 ითამაშა. პირველი უცხოური მატჩის დასრულების შემდეგ, 45 წლის სპეციალისტმა გუნდის პრესსამსახურს ესაუბრა. “მოედანზე მოსაგებად გავედით, ჩვენი მიზანი 3 ქულის მოპოვება იყო. მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან მხოლოდ ოთხი ვარჯიში ჩავატარე, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. შესვენების შემდეგ, ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად მოდუნდნენ, ასევე […]
ოფიციალურად: გია ცეცაძე ლვოვის მწვრთნელად დაინიშნა
ოფიციალურად დადასტურდა, რომ გია ცეცაძე საფეხბურთო კლუბ “ლვოვის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 45 წლის ქართველი სპეციალისტი უკრაინულ კლუბს 22 ივნისიდან უხელმძღვანელებს. ეს უცხოეთში მისი პირველი კლუბია. აქამდე ცეცაძე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს, “ლოკომოტივს”, “დილას”, “სამტრედიას”, და “საბურთალოს” წვრთნიდა. ამ უკანასკნელში იგი მიმდინარე წლის დასაწყისში დაინიშნა და თბილისური კლუბი რამდენიმე კვირაშივე დატოვა.
საბურთალომ 1 თვის წინ გუნდში დაბრუნებული ჭანტურია გაუშვა
“საბურთალოს” პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გიორგი ჭანტურიას შესახებ ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ 27 წლის ქართველ ფეხბურთელს თბილისელებთან 1+1 კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, გუნდმა ის არ დაიტოვა. გიორგი ჭანტურია “საბურთალოსთან” ერთად ესპანეთშიც იყო შეკრებაზე, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა. “გიორგის 1 წელი გაცდენილი ჰქონდა და ფიზიკური კონდიციების მიუხედავად, მთავარი მწვრთნელის ინიციატივით, მოთამაშე დავიმატეთ. სამწუხაროდ, […]
საფეხბურთო კლუბ საბურთალოს განცხადება
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძეს გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს! რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც “საბურთალოს” ესპანურ “ალკოიანოსთან” ელის, ამხანაგურ მატჩზე გუნდს გამოცდილი სპეციალისტი თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს. თუ ვინ იქნება მომავალში “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გუნდი ესპანური შეკრებიდან […]
ოფიციალურად: გია ცეცაძე საბურთალოს მთავარი მწვრთნელია
საქართველოს 2018 წლის ჩემპიონს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. “საბურთალოს” გია ცეცაძე უთავკაცებს. ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, თბილისური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა. “სამტრედიას”, გორის “დილას”, “ლოკომოტივის” და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი თავკაცი ბოლოს 21-წლამდე ეროვნულ გუნდში მუშაობდა, რომელსაც 17-ჯერ უხელმძღვანელა, 7 მატჩი მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და ამდენივეში დამარცხდა.