“ვენტსპილსის” ქართველი მცველი გიგი მჭედლიშვილი ლატვიის “ვირსლიგის” 27-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. გიგიმ მაღალი შეფასება სტუმრად “ლიეპაიასთან” 1:2 მოგებულ შეხვედრაში მიიღო, და ამისთვის სულ რაღაც 61 წუთი დასჭირდა, რადგან 61-ე წუთზე იგი ჰაიტელმა თანაგუნდელმა ჟან ალსენატმა შეცვალა.
ხორვატიის ჩემპიონატში, 26 წლის ქართველი მცველის გუნდმა, „გორიცამ“ სტუმრად, მეორე ადგილზე მყოფი „რიეკა“ დაამარცხა, რაშიც ქართველმა მოთამაშემ თავისი წვლილი შეიტანა. ანგარიში 1:1 იყო, როდესაც მისი საგოლე გადაცემით მეტოქის კარი მატია დვორნეკოვიჩმა აიღო.