კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედლები მოიპოვა. +109 კგ. წონით კატეგორიაში, ლაშა ტალახაძემ ჩემპიონობა ატაცში, აკვრასა და ორჭიდში მეექვსედ მოიპოვა. ლაშამ მიმდინარე ტურნირზე, ატაცში 215 კგ, ხოლო აკვრაში 251 კგ. დააფიქსირა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა. ორჭიდის ჯამში, ლაშამ 466 კგ. დააფიქსირა და მსოფლიო ჩემპიონობა კარიერაში მეექვსედ იზეიმა. კოლუმბიაში გამართულ […]