მაკაბი ჰაიფა: ყველაფერი, რაც მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ
22 ივლისს, დინამო თბილისი ახალ ტურნირში ჩაებმება. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი უეფას ახალ, რანგით მესამე საკლუბო ტურნირზე, კონფერენს ლიგაზე ჩაებმება და სადებიუტო და ამავე დროს ქართული ფეხბურთისთვის 2021 წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას ჩაატარებს. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ახალ გათამაშებაში მონაწილეობას ისრაელის ჩემპიონ, “მაკაბი ჰაიფას” წინაღმდეგ მატჩით დაიწყებს. იქამდე, ვიდრე ხუთშაბათს, 20:00 საათზე “დინამო თბილისი” პირველ, […]
ეროვნული ლიგა: 2020 წლის სეზონის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოში 2020 წლის საფეხბურთო სეზონი “დინამო თბილისის” ჩემპიონობით დასრულდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ტრიუმფი ისტორიაში მეთვრამეტედ იზეიმა და საჩემპიონო ფარი თავისთან კიდევ ერთი წლით დაიტოვა. “ლურჯ-თეთრებს” რთული სეზონი გამოუვიდათ: სეზონის შუაში შეცვლილი მთავარი მწვრთნელი, ევროტურნირებზე უმძიმესი მარცხი, თუმცა ამის მიუხედავად ჩისკოს გუნდმა შიდა ჩემპიონატში 40 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ზედიზედ მეორედ, ვიცე-ჩემპიონის წოდება […]
ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის შეხვედრები დასრულდა და საქართველოს ჩემპიონატმა თითქმის ერთთვიანი პაუზაა აიღო. ზაფხული პირველ პოზიციაზე “დინამო ბათუმმა” დაასრულა, რომელმაც ბოლო შეხვედრა თბილისში, “მერანს” – 2:1 მოუგო. აჭარელთა ლიდერობაში წვლილი მათმა უშუალო კონკურენტმაც შეიტანა – “დინამო თბილისმა” ქულები კახეთში, “თელავთან” დაკარგა – 0:0. კიდევ ერთი უგოლო ფრე ითამაშა კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა – “ლოკომოტივმა” სამტრედიიდან ქულა წამოიღო. […]
გულშემატკივარი ტრიბუნაზე დაბრუნდა – თელავმა და მერანმა ქულები გაიყვეს
საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტური კახეთის ცენტრში, “თელავისა” და “მერანის” დაპირისპირებით გაიხსნა. თელავში, “კავკასიონი არენაზე” გამართულ შეხვედრაში უგოლო ფრე დაფიქსირდა. შეხვედრას გუნდები განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ: მასპინძლებს 10 ქულა ჰქონდათ, მეხუთე ადგილს იკავებდნენ და ლიდერ გორის “დილას” 5-ით ჩამორჩებოდნენ. რაც შეეხებათ სტუმრებს, თბილისელები ერთადერთნი იყვნენ, რომელთაც ამ სეზონში შეხვედრა არ მოუგიათ და მარაგში მხოლოდ 3 […]
კოვტალიუკის მორიგი დუბლი – დილამ ზედიზედ მეორედ იმარჯვა და გალიდერდა
საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის მესამე სათამაშო დღე გორში შედგა, სადაც “დილამ” თბილისის “მერანი” მიიღო და გუნდები შეხვედრას სარკისებური სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ. მასპინძლებს 2 მოგებითა და 2 ფრით 8 ქულა ჰქონდათ და მხოლოდ მოქმედ ჩემპიონ “დინამო თბილისს” ჩამორჩებოდნენ, ისიც ბურთების სხვაობით აი “მერანი” კი 3 ქულით ბოლოსწინა პოზიციას იკავებდა და ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გამარჯვება ჯერაც […]