მუნდიალი 2022 | გიორგი დემეტრაძე: “ძალიან საინტერესო ტურნირია, არგენტინის გამო ვღელავ”
საქართველოს ნაკრების ვეტერანმა შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი დემეტრაძემ, რომელიც კარიერის განმავლობაში კიევის “დინამოშიც” თამაშობდა, უკრაინულ მედიასთან კატარში მიმდინარე მუნდიალთან დაკავშირებით ისაუბრა. “სუპერ ტურნირია, ძალიან საინტერესო მატჩებია. ერთადერთი, რაც მაწუხებს, ჩემი საყვარელი არგენტინის ნაკრების თამაშია. ისინი ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, მათ პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდნენ, დანიის ნაკრები ჩემგან სიმპატიებს […]
გიორგი დემეტრაძეს ვეტერანთა მატჩში მაკრატელა გოლი არ ჩაუთვალეს | VIDEO
დემეტრაძე: “ძალიან სამწუხაროა ის რაც ჩემს მეორე სამშობლოში ხდება”
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი დემეტრაძემ სოციალურ ქსელში უკრაინელებს მიმართა. „ძვირფასო უკრაინელებო, მე ვარ გიორგი დემეტრაძე – ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თქვენს ქვეყანაში თამაშობდა და ცხოვრობდა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი მეორე სამშობლოა. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც თქვენს სამშობლოში ხდება. მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ. დიდება უკრაინას!“ – ამბობს დემეტრაძე. შეგახსენებთ, […]
12 ოქტომბერი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები პრიშიტინაში კოსოვოს დაუპირისპირდება. შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართება. ეს თარიღი კი ჩვენი ნაკრების ისტორიაში არცისე წარმატებულია. საქართველოს ეროვნული გუნდს ამ თარიღით ისტორიაში სულ 6 შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც 3 წააგო, სამში კი ფრე ითამაშა. დეტალურად 12 ოქტომბრის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: 1994 მეტოქე: ბულგარეთის ნაკრები ტურნირი: 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის […]
2 ივნისი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
2021 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთის ქალაქ პლოიეშტის ილიე ოანას სტადიონზე, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. საინტერესოა, როგორია აღნიშნული თარიღი საქართველოს ნაკრების ისტორიაში. თუ ისტორიას გადავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ “ჯვაროსნებისთვის” 2 ივნისი წარუმატებელი მატჩებით გახდა დასამახსოვრებელი და იმედი გვაქვს, რუმინეთთან მატჩში ეროვნული გუნდის ფეხბურთელები ნავსის გატეხვას მოახერხებენ. აქამდე, 2 ივნისს საქართველოს ნაკრებმა სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე […]
ოქრიაშვილმა კობიაშვილის და დემეტრაძის შედეგი გაიმეორა და ისტორიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა
თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილზე გადავიდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს ეროვნული გუნდის მეათე ნომერმა სომხეთის ნაკრების კარი აიღო. “ანორთოსისის” 28 წლის შემტევი მოედანზე 61-ე წუთზე შემოვიდა და 13 წუთში, ვაკო ყაზაიშვილის პასის შემდეგ, საქართველოს ნაკრების დაწინაურება მოახერხა. ოქრიაშვილისთვის […]
თორნიკე ოქრიაშვილი: “შემდეგ მატჩში 3 ქულა უნდა ავიღოთ”
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ტიხში სომხეთის წინააღმდეგ ფრე – 2:2 ითამაშა. შეხვ3ედრის მეორე გოლი “ჯვაროსნების” რიგებიდან თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა, რომელსაც ეროვნულ გუნდში უკვე 12 ბურთი მოუგროვდა და საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეოთხე პოზიციაზე გადავიდა. მატჩის შემდეგ, ეროვნული გუნდის ათიანმა სფფ-ს ოფიციალურ გვერდთან კომენტარი გააკეთა. “მოწინააღმდეგეს ორივე ტაიმში ვაჯობეთ, […]
Marca: “ქოჩორაშვილი ეგზოტიკური ქვეყნიდანაა – ლა ლიგაში მესამე ქართველმა ითამაშა”
წამყვანმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გამოჩენილი ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ დაწერა. მადრიდულმა გამოცემამ პრიმერა დივიზიონის დებიუტანტების სია გამოაქვეყნა და მათ შორის გიორგი ქოჩორაშვილიც გამოარჩია. 21 წლის ქართველი ფეხბურთელი საინტერესო კონტექსტში მოიხსენიეს, ესპანელების აზრით, ის ეგზოტიკური ქვეყნიდანაა. “გლობალიზაციის პროცესის დამსახურებით, ესპანეთში ბევრი უცხო და ეგზოტიკური ქვეყნის მოქალაქე ფეხბურთელი ჩამოდის, შემდეგ ზოგიერთი მათგანი ჩვენს მოქალაქეობასაც […]
10 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში
რუსულმა საფეხბურთო გამოცემა Soccer.ru-მ რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების საუკეთესო ათეული გამოაქვეყნა. სტატიაში წერია, რომ რუსეთში 100-ზე მეტ ქართველს უთამაშია და ისინი მხოლოდ უკრაინელებს, ბელარუსებს, ბრაზილიელებს და სერბებს ჩამორჩებიან. თუმცა, საუკეთესოთა შორის მხოლოდ ისინი მოხვდნენ, ვინც საქართველოს სახელით გამოდიოდა, სწორედ ამიტომ არ არიან სიაში ომარ თეთრაძე, გიორგი ჯიქია და სხვები. 10. გია გრიგალავა (“როსტოვი”, “მოსკვა”, […]