საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური იმერული დერბით გაიხსნა, რომელშიც ერთმანეთს სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტები, “სამტრედია” და “ტორპედო” დაუპირისპირდნენ და უგოლოდ დასცილდნენ. სამაგიეროდ გამარჯვება და საკმაოდ დიდი სენსაციის მოხდენა მოახერხა ეროვნული ლიგის მესამე იმერულმა კლუბმა, წყალტუბოს “სამგურალმა“, რომელმაც თბილისში, “ლოკომოტივს” – 3:2 აჯობა. სანაცვლოდ, თავიანთი შეხვედრები მოიგეს დარჩენილმა ორმა თბილისურმა კლუბმა: “საბურთალომ” გორში “დილას” – 2:1 აჯობა, […]