ლა ლიგის 38-ე ტურში ,,ალავესი” ,,კადისს” უმასპინძლებს. ბასკური გუნდის განაცხადში მოხვდა 20 წლის ქართველი შემტევი, გიორგი გაგუა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში, შესაძლოა, სადებიუტო შეხვედრა ჩაატაროს. გაგუას ანგარიშზე 2021-2022 წლების სეზონში ,,ალავესი ბ-ს” მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 6 გოლია. მისმა კლუბმა ტერსერა დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავა. ,,ალავესსა” და ,,კადისს” შორის შეხვედრა ხვალ, 22:00 საათზე გაიმართება. ბასკები ლა […]