ესპანეთის რიგით მეორე ლიგის, სეგუნდა დივიზიონის ბოლო, 42-ე ტურში ,,ალმერიამ”, სადაც ქართველი მეკარე, გიორგი მაკარიძე თამაშობს, ,,ლეგანესთან” სტუმრად ფრედ, 2:2 ითამაშა. ანდალუსიელებმა ჩემპიონატში 81 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში ლა ლიგაში იასპარეზებენ. ლა ლიგაში გადმოვლის რეალური შანსი ჰქონდა ,,ეიბარსაც”, თუმცა ბასკები ბოლო ტურში ბოლოადგილოსან ,,ალკორკონთან” დამარცხდნენ და 80 ქულით მესამე […]