საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მიერ, “ვალენსიაში”, ლა ლიგის მიმდინარე სეზონის მეორე ტურის შეხვედრაში “ხეტაფეს” წინააღმდეგ მოგერიებული ბურთი ესპანეთის ჩემპიონატში 2021 წლის ათ საუკეთესო მოგერიებას შორის მოხვდა. ვიდეო ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა და 20 წლის ქართველი გოლკიპერის მომენტი მეცხრე ადგილზე გაიყვანა. ათეულში ისეთი მეკარეები მოხვდნენ, როგორებიც მადრიდის “რეალის” და მადრიდის “ატლეტიკოს” კარის დარაჯები, შესაბამისად, […]