“100 %-ით მზად ვარ, რომ ნიდერლანდებთან შეხვედრაში მონაწილეობა მივიღო” – გურამ გიორბელიძე მოახლოებული მატჩის წინ საუბრობს
ნიდერლანდების ნაკრებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრის წინ, საქართველოს ეროვნული გუნდის მარცხენა მცველმა, გურამ გიორბელიძემ, რომელიც გუნდს 31 მაისს შეუერთდა, მოახლოებულ დაპირისპირებასა და მიმდინარე შეკრებაზე ისაუბრა. “კლუბში საკმაოდ მძიმე სეზონი გამოგვივიდა, ძალიან დასანანი ქულები დავკარგეთ, ევროპა ლიგაზე მოსახვედრად რამდენიმე ქულა დაგვაკლდა. ასევე ვითამაშეთ კონფერენციის ლიგის პლეი-ოფში და სამწუხაროდ ორმატჩიან დაპირისპირებაში დავმარცხდით. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, გუნდს მოგვიანებით შევუერთდი, ძალები აღვიდგინე და უკვე 100 […]
“ბარნლი მიქაუტაძისთვის ბრძოლას გამოეთიშა” – ევროპული მედია ქართველის ტრანსფერზე საუბრობს
ფრანგული მედიის ინფორმაცით, ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნებული “ბარნლი” საქართველოს ნაკრების და “მეცის” თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის დამატებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. “ინგლისურმა გუნდმა, რომელიც მომავალ სეზონში პრემიერ ლიგაში ითამაშებს, “მეცს” 15 მილიონი ევრო შესთავაზა გიორგი მიქაუტაძის დასამატებლად, თუმცა უარის შემდეგ ვენსან კომპანის გაწვრთნილი გუნდი მოლაპარაკებებს ტოვებს. მართლაც, ინგლისურ კლუბს არ სურს ყულაბის გატეხვა, რათა ქართველი ფეხბურთელი დაიმატოს, რომელიც […]
“დაიმახსოვრეთ მისი სახელი” – ლიგა 1 მიქაუტაძეზე
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი – გიორგი მიქაუტაძე, საფრანგეთში ბრწყინვალე საკლუბო სეზონს ატარებს. მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს. “მეცის” ქართველმა შემტევმა 22 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო და “მეცს” კვლავ ელიტაში დაბრუნებაში ეხმარება. გიორგი მიქაუტაძის ბრწყინვალე სეზონს ლიგა 1-ის Twitter-ის ოფიციალური გვერდი ეხმაურება. “დაიმახსოვრეთ სახელი: გიორგი მიქაუტაძე”.
“თითქოს აუტსაიდერია, მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს” – ბელგიური პრესა საქართველოზე
21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველო და რუმინეთი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ. აღნიშნული ტურნირი იმ გარემოებითაცაა მნიშვნელოვანი, რომ 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპს წარმოადგენს. საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ურთულეს ჯგუფშია, სადაც ბელგიის, ნიდერლანდებისა და პორტუგალიის წინააღმდეგ მოუწევს დაპირისპირება. ახალგაზრდული ევროპირველობის დაწყებამდე, ბელგიური პრესა მეტოქე გუნდების სიძლიერის შესახებ წერს და საქართველოს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. […]
“ისტორიის შავი გვერდი, სირცხვილი” – როგორ გამოეხმაურა რუმინული პრესა საქართველოსთან მარცხს?
საქართველოს ნაკრებმა რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, მასპინძელი რუმინეთის ეროვნული გუნდი – 2:1 დაამარცხა. რუმინელთა მარცხს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ადგილობრივ მედიაში, სადაც ეს დღე რუმინული ფეხბურთის ისტორიის შავ ფურცლად და სირცხვილად შეფასდა. “საქართველოსთან ტესტი უნდა ყოფილიყო მხოლოდ მკრთალი მცდელობა გულშემატკივრების წინაშე თქვენი დანაოჭებული შესახედაობის დამალვისა, ერევანში წარუმატებლობის შემდეგ უხეშად განადგურდა გუნდის სახე. ვილი სანიოლის გუნდის შემადგენლობაში უმეტესობა […]
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული “მეცის” შემტევი – გიორგი მიქაუტაძე, იტალიური და ინგლისური საფეხბურთო კლუბების სატრანსფერო სამიზნეა. აღნიშნულ ინფორმაციას, ავტორიტეტული იტალიური მედია საშუალება La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, მიქაუტაძის ტრანსფერით “ჯენოა” აქტიურად ინტერესდება, თუმცა, მისი შეძენა “უდინეზესაც” სურს. უდინელები მიქაუტაძეს ბეტოს იდეალურ შემცვლელად განიხილავენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ჯენოასა” და “უდინეზეს” კონკურენციას […]
“მრცხვენია, მათ რიგებში მარტო მწვრთნელი ვიცოდი” – რუმინელი ვეტერანი საქართველოსთან მატჩს ეხმაურება
რუმინეთის ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა, მარიუს ნიკულაემ თავისი ქვეყნის ნაკრების საქართველოსთან ისტორიაში პირველი მარცხის (1:2) შემდეგ, კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ რცხვენია იმ მდგომარეობის, რომელშიც ახლა იგი თავს გრძნობს. “მე მრცხვენია იმის თქმის, თუ როგორ ვგრძნობ ახლა თავს. საქართველოს რომ კალაძის და არველაძის დროს მოეგო, ვერაფერს ვიტყოდით, მაგრამ ახლა მხოლოდ მწვრთნელს, ვილი სანიოლს ვიცნობ. თუ პოზიტიურ მხარეზე […]
“პრემიერ ლიგის ექვსეულისთვის მებრძოლ კლუბებს აინტერესებთ” – ბრიტანული მედია მიქაუტაძეზე წერს
ბრიტანული მედია საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის და საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბრობს და წერს, რომ ის ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი კლუბების ინტერესების სფეროში შედის. “საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი, გიორგი მიქაუტაძე 43 მატჩში გატანილი 25 გოლით, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით უცნობია, პრემიერ ლიგის კლუბების ყურადღებას იპყრობს. გამოცდილმა ჟურნალისტმა, ჯონათან ჯონსონმა დაადასტურა, რომ […]
“ჟან პიერ-პაპენს ჰგავს” – ფრანგი მწვრთნელი მიქაუტაძეზე საუბრობს
გამოცდილმა ფრანგმა მწვრთნელმა, ჟან-ლუის გარსიამ, რომელიც “სერენის” შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძეს თავკაცობდა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის შესახებ ისაუბრა. “2021 წლის დეკემბერში, რომელიც მაშინ “მეცის” სპორტული დირექტორი იყო, მთხოვა, რომ ის ფეხბურთელები მიმეღო, რომელთაც ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონდათ. ჩვენ ვიცით, რომ “სერენი” მათი სატელიტური კლუბია. ეს იმ დროს ხდებოდა, როცა კლუბი ბელგიის მეორე ლიგაში იყო და გიორგი […]
“საქართველოს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მათ სუსტ გუნდს ვერ ვუწოდებთ” – რუმინელთა გოლის ავტორი მარცხის შემდეგ კომენტარს აკეთებს
საქართველოს ნაკრებთან მარცხის (1:2) შემდეგ, რუმინეთის ეროვნული გუნდის შემტევმა, ანდრეი ივანმა, რომელმაც თავისი გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა, შეხვედრა შეაფასა და მეტოქის ძალებზეც ისაუბრა. “საქართველოს ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს. ვერ გეტყვით, რომ საქართველო სუსტი გუნდია, მათ ნამდვილად ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მათი თამაშის ჩანაწერს ვუყურეთ. ძალიან გაღიზიანებული ვარ, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, […]
“საქართველოში 10 წელია არ ვყოფილვარ, მაგრამ ის ჩემი სამშობლოა” – მიქაუტაძის ინტერვიუ ეროვნულ გუნდში გამოძახების შემდეგ
საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა ჟორჟ მიქაუტაძემ “სერაინის” ოფიციალურ ვებ-გვერდთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ის ეროვნულ გუნდში მიწვევაზე და საქართველოს მოქალაქეობის არჩევანზეც საუბრობს. “საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ვისაუბრე, რომელიც მაკვირდებოდა და მითხრა, რომ მას მოსწონდა ჩემი თამაში. სიმართლე გითხრათ, მე საერთოდ არ გამკვირვებია საქართველოდან მოწვევა, თუმცა უპირველეს ყოვლისა დიდი სიამაყე ვიგრძენი. სიამაყე არამხოლოდ საკუთარ […]
გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო საგის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფრანგული გამოცემა, L’ÉQUIPE-ი წერს. წყაროს ცნობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, რომელიც რამდენიმე დღეა, რაც “მეცის” წინასასეზონო შეკრებას შეუერთდა და იტალიური და ინგლისური კლუბების ინტერესის ობიექტია, ამჯერად ერთ-ერთი გერმანული კლუბის სასურველ ფეხბურთელთა სიაში აღმოჩნდა. ჯერჯერობით, გერმანული კლუბის სახელი ცნობილი არ არის, თუმცა ბუნდესლიგიდან 22 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი მართალია. ქართველი […]