მიქაუტაძის ყოფილი მწვრთნელი: “ვიცოდი, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშებდა – თანამედოვე ფორვარდის ყველა თვისება აქვს”
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ ბამ, რომელიც მას 2015-16 წლებში, “სენტ პირსის” შემადგენლობაში ყოფნის დროს ხელმძღვანელობდა, ქართველი ფეხბურთელის პროგრესის შემდეგ Republican Lorrain-თან ინტერვიუში 22 წლის ფორვარდის კარიერის საწყისი ეტაპის შესახებ ისაუბრა. “ის იყო ძალიან კარგი მოთამაშე, ძალიან ნიჭიერი შემტევი საჯარიმოში, მუდმივად გოლისკენ თვალი ეჭირა. ვგრძნობდით, რომ მას არ სჭირდებოდა ბევრი მომენტი გოლის გასატანად. […]
მიქაუტაძის ჰეთ-თრიკი – ქართველმა სერენი ბელგიის თასის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, ჰეთ-თრიკის გაფორმება მოახერხა. “სერენმა” “ლოკერენს” ერთმატჩიან დუელში – 3:0 აჯობა და სამივე გოლი ახალგაზრდა ქართველი ფორვარდის აქტივში იყო. 20 წლის შემტევმა გოლები მე-7, 55-ე და 88-ე წუთებზე გაიტანა. მიქაუტაძე ბელგიურ გუნდში იჯარის წესით საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარი “მეციდან” 30 აგვისტოს დაბრუნდა და იუპილერ ლიგაში […]
მიქაუტაძის ჰეთ-თრიქი ბელგიაში (ვიდეო)
მორიგი აღიარება: მიქაუტაძე საფრანგეთში სეზონის აღმოჩენა გახდა
საქართველოს ნაკრების ლიდერი, გიორგი მიქაუტაძე 2022/23 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ის აღმოჩენად დასახელდა. “მეცის” ქართველი თავდამსხმელი ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა გამოარჩია და მას აღნიშნული ჯილდო მიაკუთვნა. გარდა ამ პრიზისა, 22 წლის ქართველი ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მიქაუტაძე, რომელმაც განვლილ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე […]
მორიგი დუბლი – მიქაუტაძე ბელგიაში შეუჩერებელია (ვიდეო)
მშრალი სერია შეწყდა – მიქაუტაძემ ბელგიაში გაიტანა (ვიდეო)
ოფიციალურად – მიქაუტაძემ მეცთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგძლივა
გიორგი მიქაუტაძემ “მეცთან” ახალი, 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა – აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. როგორც მოგეხსენებათ, 20 წლის თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში იჯარის წესით ბელგიის მე-2 ლიგაში, “სერენის” რიგებში ასპარეზობს. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ახლახანს ვილი სანიოლის ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო და ქართული პასპორტიც მიიღო. გიორგი მომდევნო სეზონიდან “მეცს” ლიგა 1-ში შეუერთდება. აქვე გეტყვით, რომ […]
ოფიციალურად: ბორდოს წაგება ჩაეთვალა და ლიგა 1-ში ვეღარ აღზევდება
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2022/23 წლების სეზონში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის “ბორდო” ლიგა 1-ში აღზევებას ვეღარ მოახერხებს. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც შესაბამისმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო საფრანგეთის ლიგა 2-ის 38-ე ტურის შეხვედრაზე და “ბორდოსა” და “როდეზს” შორის მომხდარი ინციდენტის გამო “ჟირონდინებს” წაგება ჩაუთვალა. შედეგად, გუნდს გიორგი მიქაუტაძის “მეცთან” 3-ქულიანი ჩამორჩენა შეექმნა […]
ოფიციალურად: გიორგი მიქაუტაძემ მეცი დატოვა
გიორგი მიქაუტაძემ “მეცი” დატოვა – ქართველი ფეხბურთელი კარიერას კვლავ ბელგიაში გააგრძელებს. ფრანგული კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, 20 წლის თავდამსხმელი “სერენში” დაბრუნდა. გიორგი ბელგიაში იჯარით, 1 სეზონით ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე “სერენში” გასულ წელსაც თამაშობდა. სწორედ ქართველის უდიდესი დამსახურებით მოახერხა გუნდმა ბელგიის უმაღლეს ლიგაში დაწინაურება. გიორგიმ 23 თამაშში 22 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. […]
ოფიციალურად: წიტაიშვილი და მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ
საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა ეროვნულ გუნდში ორი ახალი ფეხბურთელის, გიორგი წიტაიშვილის და გიორგი მიქაუტაის დამატების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც, შესაბამისად, უკრაინის და საფრანგეთის მოქალაქეობა ჰქონდათ. “ბოლო ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით ყველაფერი მოგვარებულია. მათ შორის მოქალაქეობის საკითხიც. თუ რამემ ხელი არ შეგვიშალა, მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებისთვის განიხილება. ეს მეც მახარებს. ის ძალიან კარგი ახალი […]
პირველი ოფიციალური შეთავაზება ბარნლისგან – ევროპული მედია მიქაუტაძის ტრანსფერზე წერს
ევროპული მედია საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბრობს და წერს, რომ 22 წლის ქართველი თავდამსხმელის დამატების სურვილით ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნებულმა “ბარნლიმ” “მეცს” პირველი ოფიციალური შეთავაზებით მიმართა. გარდა რამდენიმე ავტორიტეტული სატრანსფერო ექსპერტის და ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობებისა, ბელგიური გამოცემა voetbalprimeur.be აქვეყნებს სტატიას და ამბობს, რომ ქართველი ფეხბურთელის დამატებით უშუალოდ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვენსან […]
რას უკავშირდება გიორგი მიქაუტაძის გოლის აღნიშვნა?
საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურის შეხვედრაში, “მეცმა” “სენტ-ეტიენი” – 3:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი გიორგი მიქაუტაძემ ითამაშა, რომელმაც დუბლის შესრულება მოახერხა, ერთ-ერთი გოლი კი გამორჩეულ სტილში აღნიშნა, რასაც მოგვიანებით გულშემატკივართა აგრესია და მატჩის რამდენიმე წუთით შეჩერებაც მოჰყვა. უფრო კონკრეტულად, გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც ლიგა 1-ში უკვე მე-19 გოლი გაიტანა, ციფრი 69 გამოსახა, რაც “სენტ-ეტიენის” […]