საქართველოს ნაკრების და ფრანგული “მეცის” ცენტრალური თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის ყველაზე პროდუქტიულ და ღირებულ ფეხბურთელად შეფასდა. როგორც ირკვევა, გიორგი მიქაუტაძე სპორტის შესწავლის საერთაშორისო ცენტრის CIES-ის კვლევებმა შეაფასა და ის საფრანგეთის ლიგა 2-ის ყველაზე ძვირფას ფეხბურთელად აღიარა. transfermarkt-ის მონაცემებით, 22 წლის ქართველი თავდამსხმელი 6 მილიონადაა შეფასებული, თუმცა CIES-მა ის 10 მილიონ ევროდ შეაფასა. ამ მხრივ ის ლიგა […]