გიორგი მიქაუტაძემ მეცთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
22 წლის ქართელი თავდამსხმელი ფრანგულ კლუბში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება. მიქაუტაძე “მეცში” 2017 წლიდან ასპარეზობს და სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში უთამაშია. გიორგის დებიუტი ლიგა 1-ში 2019 წელს შედგა, როცა “ნიცას” წინააღმდეგ 83-ე წუთზე გამოვიდა მოედანზე. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფორვარდი “სერენშიც” იყო განათხოვრებული, სადაც 57 მატჩში 36 გოლი გაიტანა. ამჟამად “მეცი” ლიგა 2-ში ასპარეზობს, სადაც 21 ქულით […]
მიქაუტაძე კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-15 ტურის შეხვედრაში, გიორგი მიქაუტაძის “მეცმა” სტუმრად 1:4 გაიმარჯვა. “მეცის” გამარჯვებაში ლომის წილი გიორგი მიქაუტაძემ დაიდო, რომელმაც ჰეთ-თრიკი გაიფორმა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. მიქაუტაძის ბრწყინვალე პერფორმანსი EA SPORTS FIFA-ს უყურადღებოდ არ დარჩენია. მიქაუტაძე EA SPORTS FIFA-ს სიმბოლურ გუნდში მოხვდა და მისი სახელობის სპეციალური ბარათიც გამოუშვეს.
გიორგი მიქაუტაძემ პარიზს ჰეთ-თრიკი შეუსრულა | VIDEO
გიორგი მამარდაშვილი საქართველოს 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
საქართველოს 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. ყოველწლიური ტრადიციული დაჯილდოება, რომელიც გაზეთ “სარბიელის” თაოსნობით ტარდება და რომელშიც ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას, ამჯერად 75 ჟურნალისტის გამოკითხვით შედგა და საბოლოო ჯამში, სამეული შემდეგნაირად დაკომპლექტდა: | ადგილი: გიორგი მამარდაშვილი – 163 ქულა || ადგილი: ხვიჩა კვარაცხელია – 153 ქულა ||| ადგილი: საბა ლობჟანიძე – […]
გიორგი მიქაუტაძე მეცის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ფრანგული “მეცის” თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ლიგა 2-ის ბინადარმა კლუბმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა. 21 წლის ქართველი თავდამსხმელი გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად საუკეთესოდ დაასახელეს. ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ შეხვედრაში ეროვნული გუნდის ფორვარდს 4 გატანილი გოლი და 4 საგოლე პასი აქვს, გოლს + საგოლე პასის სისტემით კი მას 8 […]
მეცი 3:6 გენგამი (მიმოხილვა)
მეცი 3:6 გენგამი (მიმოხილვა)
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ კარიერა შესაძლოა იტალიის სერია A-ში გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი პრესტიჟული ევროპული იტალიური გამოცემის DAZN-ის ჟურნალისტი, ორაციო აკომონდო ავრცელებს. “ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე “ლეჩეს“, “ტორინოსა” და “გალათასარაის” შესთავაზეს, რომელმაც ლიგა 2-ის სამ ტურში 2 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო წინა სეზონში ბელგიის ჩემპიონატში 9 გოლი გაიტანა”, – წერს ორაციო აკომონდო. “მეცის” 21 წლის ფორვარდმა […]
გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. “მეცის” 21 წლის ფორვარდმა ლიგა 2-ის მესამე ტურის მატჩში “ვალენსიენთან” – 2:0 მოგებულ შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა, მოედანზე 88 წუთი გაატარა და საბოლოო ჯამში, Sofascore-ის ვერსიით, 7.9 შეფასება დაიმსახურა. ამ მხრივ, სათამაშო კვირის 11 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მიქაუტაძის შეფასება მესამე იყო. ლიგა […]
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის დამატებით, ინგლისის პრემიერლიგიდან ჩემპიონშიფში დაქვეითებული “ბარნლი” ინტერესდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი “მანჩესტერ სიტის” ყოფილი კაპიტანი და ბელგიის ნაკრების ცენტრალური მცველი, ვენსან კომპანია, რომელმაც 21 წლის ქართველი ფორვარდის თამაში წინა სეზონში, ბელგიის იუპილერ ლიგაში იხილა და მისი დამატებითაა დაინტერესებული. კომპანი 2021/22 წლების სეზონში […]
ფრანგული მედია: მეცი ლიგა 1-ში მიქაუტაძის მეშვეობით უნდა დაბრუნდეს
ფრანგულ მედიაში საფეხბურთო კლუბ “მეცის” მომავალს განიხილავენ და წერენ, რომ ლიგა 1-დან დაქვეითებულ გუნდს შემდეგ სეზონში ქვეყნის საფეხბურთო ელიტაში დაბრუნების შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელების ხარჯზე უნდა ჰქონდეს, ერთ-ერთი მათგანი კი გიორგი მიქაუტაძეა. “მეცს” უცნაურად მშვიდი სატრანსფერო პერიოდი ჰქონდა. გუნდი ბევრმა გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა ადგილზე არის რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლების მეშვეობითაც “მეცმა” შემდეგ სეზონში ლიგა 1-ში […]
რონალდუს და ჩაკვეტაძის ყოფილ მწვრთნელთან: მიქაუტაძე მეცში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ფრანგულ “მეცში” დაბრუნდა. სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, მიქაუტაძე ფრანგული ლიგა 1-დან ლიგა 2-ში დაქვეითებულ გუნდში ივარჯიშებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სად ითამაშებს ქართველი ფეხბურთელი 2022/23 წლების სეზონში. ბელგიური და ფრანგული მედიის ინფორმაციით, 21 წლის თავდამსხმელმა “სერენი” დატოვა და “მეცში” დაბრუნდა, გუნდში, რომელთანაც მოქმედი კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, თუმცა დიდია იმის ალბათობა, […]