ბელგიის ჟუპილერლიგის ფლეი ოფის მეორე მატჩში გიორგი მიქაუტაძის ,,სერენმა” ,,ვაასლანდ-ბევერენი” სტუმრად 5:2 დაამარცხა. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, შესაბამისად, მომავალ სეზონში ბელგიის უმაღლეს ლიგაში სწორედ ,,სერენი” ითამაშებს. დღევანდელ დაპირისპირებაში ქართველმა ფორვარდმა დუბლი გაიფორმა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა. 20 წლის თავდამსხმელმა 22-ე წუთზე პენალტით ანგარიში გაათანაბრა, 70-ე წუთზე კი მეორე გოლი […]