გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ჩემპიონატის ბოლო ტურში გატანილი შესანიშნავი გოლის შემდეგ, ადგილობრივ ჟურნალ Sport Voetbal-თან ისაუბრა. 21 წლის ქართველმა შემტევმა კარიერის ის მომენტი გაიხსენა, როდესაც “ლიონიდან” გაუშვეს. “ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო – მითხრეს, რომ “ლიონში” ვეღარ დავრჩებოდი. ეს დღე ძალიან ცუდად მახსოვს,” – ამბობს გიორგი. “მიქაუტაძე “სერენში” “მეციდან” გადმოვიდა, თუმცა რომ შეეძლოს, ახლა ის “ლიონის” მაისურით ითამაშებდა. […]