საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში ილიე ოანას სტადიონზე, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამხანაგურ შეხვედრაში “ჯვაროსნების” მეტოქე ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული გუნდია, რადგან ისტორიაში ჩატარებული 7 მატჩიდან საქართველომ გამარჯვების მოპოვება ვერცერთში მოახერხა. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს ორჯერ ოფიციალური შეხვედრის სტატუსით, ხუთჯერ კი ამხანაგურად დაუპირისპირდნენ და რუმინელებმა გამოკვეთილი უპირატესობის მოპოვება შეძლეს: 5 მოგება, 2 ფრე. საქართველოსა […]