გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტეში დაბრუნდა
1-წლიანი იჯარის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი, “ლევანტეში” დაბრუნდა. შემტევი ნახევარმცველი, რომელიც 29 ივნისს 24 წლის გახდა, 2022/23 წლების სეზონში “კასტელონში” იჯარის წესით თამაშობდა, ვალენსიურ გუნდში დაბრუნდა. ქოჩორაშვილს “ლევანტესთან” 2-წლაინი კონტრაქტი აქვს, რომელიც კიდევ 2 წლით გახანგრძლივების პერსპექტივასაც ითვალისწინებს. განვლილ სეზონში გიორგი ქოჩორაშვილმა “კასტელონში” 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 4 […]
ლევანტემ ქოჩორაშვილი ესპანეთის მესამე ლიგაში გაანათხოვრა
გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ესპანეთის მესამე ლიგის წარმომადგენელ კლუბში გააგრძელებს – “ლევანტემ” ქართველი ფეხბურთელი კასტელონში გაანათხოვრა. როგორც ცნობილია, ქართველ ნახევარმცველთან კონტრაქტი “კასტელონმა” 2023 წლის ივნისამდე გააფორმა. ქოჩორაშვილი “ლევანტეს” აკადემიაში 2019 წლის ივლისში მოხვდა (44 მატჩი, 3 გოლი). ძირითად გუნდში გადასვლის შემდეგ, 23 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 6 ჩატარებული მატჩი და 1 გოლია. “კასტელონი” ესპანეთის მესამე ლიგაში, კერძოდ […]
ქოჩორაშვილის გოლი ვულვზის კარში | VIDEO
გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტეს მთავარ გუნდს შეუერთდა
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგიდან ლა ლიგა 2-ში დაქვეითებული “ლევანტეს” მთავარ გუნდს წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდზე შეუერთდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, აკადემიის აღზრდილი 4 ფეხბურთელი მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სეზონის დაწყებამდე ცნობილი გახდება დარჩებიან თუ არა ისინი მთავარ გუნდში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სხვა ესპანურ კლუბში გაანათხოვრებენ. “23 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, უკვე იცის, როგორია […]
გიორგი ქოჩორაშვილი ბარსელონას წინააღმდეგ მოედანზე შევიდა (ვიდეო)
ქართველი ფეხბურთელი ბარსელონასთან მატჩის განაცხადშია
ლა ლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში, “ლევანტე” ჩემპიონობის მაძიებელ “ბარსელონას” უმასპინძლებს. აღნიშნულ შეხვედრაში, ვალენსიური კლუბის განაცხადში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი მოხვდა. 21 წლის ფეხბურთელს, რომელსაც “ლევანტეს” მთავარი გუნდის მაისურით მოედანაზე უფრო მეტად წინა სეზონში ვხედავდით, მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ერთი შეხვედრის ჩატარება (“ბეტისის” წინააღმდეგ) მოასწრო, კოპა დელ რეიზე კი ერთხელ ითამაშა და “მურსიას” კარის […]
ალმერიამ მაკარიძის გარეშე პენალტებში მოიგო – კოპა დელ რეის საუკეთესო 8 გუნდში ორი ქართველისაა
ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში, ლა ლიგა 2-ის წარმომადგენელმა “ალმერიამ” პრიმერა დივიზიონელი “ოსასუნას” დამარცხება მოახერხა. შეხვედრის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები უგოლოდ დასრულდა, 11-მეტრიანი დარტყმების სერიაში კი უკეთესი ქვედა დივიზიონის წარმომადგენელი გუნდი აღმოჩნდა და – 5:4 იმარჯვა. “ალმერიას” ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა გიორგი მაკარიძე, თუმცა მისმა შემცვლელმა იყოჩაღა და 2 პენალტის მოგერიება მოახერხა. საქართველოს […]
ერთ-ერთი საუკეთესო ლევანტეში – ქოჩორაშვილის სტატისტიკა დღევანდელ მატჩში
დღეს კოპა დელ რეის 1/32 ფინალში “ლევანტემ” გასვლაზე “პორტუგალეტე” 1:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი. აღსანიშნავია, რომ 22 წლის ნახევარმცველი “ლევანტეს” ძირითად 11-ეულში პირველად მოხვდა. Sofascore-ის მიხედვით, ქოჩორაშვილი დუბლის ავტორის სერხიო ლეონის შემდეგ საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო. გიორგის დღევანდელი თამაში 7,2 ქულით შეფასდა. რაც შეეხება სტატისტიკას, ქართველი […]
ქოჩორაშვილმა ლევანტეში სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)
ქოჩორაშვილი ლევანტეს განაცხადში დაბრუნდა
გიორგი ქოჩორაშვილი “ლევანტეს” მთავარი გუნდის განაცხადს დაუბრუნდა. ქართველი ფეხბურთელი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პაკო ლოპესმა 21 კაციან განაცხადში შეიყვანა. “ლევანტე” დღეს კოპა დელ რეის 1/64 ფინალში ესპანეთის მე-4 ლიგელ “რასინგ მურსიას” დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნახევარმცველი ვალენსიური კლუბის განაცხადში გასულ სეზონშიც მოხვდა. გიორგიმ ლა ლიგაში, ბილბაოს “ატლეტიკთანაც” კი ითამაშა.
Marca: “ქოჩორაშვილი ეგზოტიკური ქვეყნიდანაა – ლა ლიგაში მესამე ქართველმა ითამაშა”
წამყვანმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გამოჩენილი ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ დაწერა. მადრიდულმა გამოცემამ პრიმერა დივიზიონის დებიუტანტების სია გამოაქვეყნა და მათ შორის გიორგი ქოჩორაშვილიც გამოარჩია. 21 წლის ქართველი ფეხბურთელი საინტერესო კონტექსტში მოიხსენიეს, ესპანელების აზრით, ის ეგზოტიკური ქვეყნიდანაა. “გლობალიზაციის პროცესის დამსახურებით, ესპანეთში ბევრი უცხო და ეგზოტიკური ქვეყნის მოქალაქე ფეხბურთელი ჩამოდის, შემდეგ ზოგიერთი მათგანი ჩვენს მოქალაქეობასაც […]
12-წლიანი პაუზის შემდეგ: ლა ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა
12-წლიანი პაუზის შემდეგ, ესპანეთის ელიტარულ საფეხბურთო დივიზიონში ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა. საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” აღზრდილმა გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელიც “ლევანტეს” სარეზერვო გუნდში ირიცხებოდა, მთავარ შემადგენლობასთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა, დღეს კი უკვე ის ლა ლიგაში მოედანზეც ვიხილეთ. 20 წლის ნახევარმცველი “ატლეტიკთან” გამართულ მატჩში თამაშში 90-ე წუთზე ჩაერთო, მაშინ, როდესაც “ლევანტე” 1:2-ს აგებდა. გიორგიმ მოედანზე 4 წუთი […]