“არ გვაინტერესებს რა იყო წარსულში” – ზურაბ ხიზანიშვილმა ბუდუ ზივზივაძის საკითხზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა ეროვნულ გუნდში ბუდუ ზივზივაძის შესაძლო გამოძახების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ვლადიმირ ვაისი არ ენდობოდა. “ხაზს გავუსვამ, რომ პირველივე დღიდან არ ვაქცევთ ყურადღებას თუ რა იყო წარსულში. ეს იყო სანიოლის მოსაზრება და მეც დავეთანხმე, რომ არაფერს არ მოგვიტანდა წარსულის გახსენება. როგორც ბუდუ ზივზივაძეს, ისე ბექა მიქელთაძეს, ბაჩო არაბულს და სხვა ყველა […]
“არ ინერვიულოთ” – ქვილითაია ჩაკვეტაძეზე ვიდეოს აქვეყნებს
გიორგი ქვილითაია საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ჩაკვეტაძის ვიდეოს აქვეყნებს წარწრით “არ ინერვიულოთ”. ვიდეოდან ირკვევა რომ გიორგი უკვე ვარჯიშობს და რამდენიმე თამაშის წინ მიღებული ტრავმა უკვე მოიშუშა.
“ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი – ქვილითაიას დონის ფეხბურთელი აპოელს არ ჰყავს” – კვიპროსში ქართველ ფეხბურთელზე წერენ
კვიპროსული მედია საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. protathlima.cyprustimes-ი ქართველების “აპოელის” ამჟამინდელ მდგომარეობას განიხილავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გიორგი ქვილითაიას დონის საფეხბურთო უნარ-ჩვევების მქონე ფეხბურთელი ნიქოზიურ კლუბს არ ჰყავს და რომ კუნძულის ჩემპიონატისთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერია. “შესაძლოა აპოელს გუნდურად შესანიშნავი ნახევარდაცვა ჰყავს, მაგრამ არიან შეუცვლელი ფეხბურთელებიც. ამ შემთხვევაში აშკარაა, რომ გიორგი […]
“ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა” – გიორგი ქვილითაია აპოელში ვიცე-კაპიტნად აირჩიეს
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია კვიპროსის ყველაზე ტიტულოვან და ისტორიულ კლუბში ვიცე-კაპიტნად აირჩიეს. ქართველი ფორვარდი იმ ოთხეულში მოხვდა, რომელსაც ახალი სეზონიდან გუნდისთვის ლიდერობის გაწევა მოუწევს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი თავად 27 წლის ფეხბურთელმა გააკეთა: “ახლა პირველი შემთხვევაა, როცა გუნდის ლიდეორბის პასუხისმგებლობა მენიჭება. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით ისეთ საფეხბურთო კლუბში, რომელსაც აქვს ტრადიცია და უზარმაზარი ისტორია, ზუსტად […]
“ფეხბურთელები სხვა რამეებზე ფიქრობენ, ეს მთელი სეზონის პრობლემაა” – ქეცბაია ანორთოსისში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს
კვიპროსის ჩემპიონატის 31-ე ტურის შეხვედრაში, “ანორთოსისმა” “აეკ ლარნაკასთან” – 1:2 დამარცხდა. ფამაგუსტელთა მხრიდან ერთადერთი გოლის გატანა მატჩის მეორე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა მოახერხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველებით დაკომპლექტებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, მიმდინარე სეზონში მისი გუნდის წარუმატებელი სათამაშო ფორმის მიზეზებზე ისაუბრა. “დავმარცხდით ისეთ შეხვედრაში, რომელშიც პირველ ნახევარშივე მოგება შეგვეძლო. ეს ჩვენი პრობლემაა. ეს შედეგი არ […]
“წარმატებები გიო” – ჩაკვეტაძე ქვილითაიას დაემშვიდობა
როგორც ჩანს, გიორგი ქვილითაიას ტრანსფერი “ანორთოსისში” გადაწყვეტილია. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უახლოეს საათებში კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში გააგრძელებს. “გენტის” კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი გიორგი ჩაკვეტაძე თანამემამულეს სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო “ანორთოსისში” 1 წლიანი იჯარის წესით ითამაშებს. თემურ ქეცბაიას გუნდში ამჟამად 4 ქართველია: გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილი და […]
,,საერთო მტერი გვყავს” – გიორგი ქვილითაიამ გატანილი გოლი უკრაინას მიუძღვნა
კვიპროსის პირველი დივიზიონის 22-ე ტურში ,,აპოელმა” ,,ომონიას” სტუმრად 4:2 მოუგო. You buy a lottery ticket for the low casinodulacleamy.com low price of . მატჩში დუბლი გაიფორმა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც ერთ-ერთი გოლი უკრაინის დროშით აღნიშნა. 28 წლის ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა – ,,საერთო მტერი გვყავს” – დაწერა ქვილითაიამ ინსტაგრამის […]
10-თვიანი პაუზის შემდეგ: გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაშია
ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში “გენტი” “სენტ-ტრუიდენს” უმასპინძლებს. “ბუფალოების” ძირითად შემადგენლობაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ორივე ქართველი ფეხბურთელი მოხვდა. გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც თითქმის 11-თვიანი უთამაშებლობის შემდეგ მოედანს მიმდინარე ზამთრის დასაწყისში დაუბრუნდა, მთავარი გუნდის სასტარტო თერთმეტეულში 2019 წლის აპრილის შემდეგ პირველად ითამაშებს. ჩაკვეტაძის და ქვილითაიას “გენტს” 52 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს, გამარჯვების შემთხვევაში კი უახლოეს […]
4 წითელი ბარათი ქართველების დაპირისპირებაში – ქეცბაიას გუნდმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა
კვიპროსის თასის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა, რომელიც ორ ისეთ გუნდს შორის გაიმართა, რომლებიც ქართველი ლეგიონერებისგანაა დაკომპლექტებული, ძალიან დაძაბული და უხეში გამოდგა. კონკრეტულად, უხეშობა იმაში გამოიხატა, რომ “აპოელმა“, რომელიც “ანორთოსისთან” – 0:1 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, შეხვედრა 7 ფეხბურთელით დაასრულა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გუნდმა 4 წითელი ბარათი მე-6, 36-ე, 68-ე და 73-ე წუთებზე მიიღო. რაც შეეხებათ […]
FIFA 22 – ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია
FIFA 22-ში ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია. ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ვიდეოთამაშში წელს 18 წარმომადგენელი გვეყოლება. FIFA 22-ში საუკეთესო ქართველი რეიტინგის მქონე ქართველი გიორგი მაკარიძეა. “ალმერიას” მეკარის მონაცემი 75-ია. მაკარიძის შემდგომ საბა ლობჟანიძე (72) მოდის. აღსანიშნავია, რომ “ჰათაისფორის” ფეხბურთელი ქართველებს შორის ყველაზე სწრაფია (88). გარდა ამისა, საბას სუსტი ფეხი მაქსიმალურ, 5 დონეზე აქვს. FIFA 22-ში ერთი ახალი […]
ანორთოსისის ქართველ ფეხბურთელებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ანორთოსისის” ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, კვიპროსული გუნდის მოთამაშეებს COVID19-ზე ტესტები ჩაუტარდათ. შეგახსენებთ, რომ “ანორთოსისში” საქართველოს ნაკრების 4 ფეხბურთელი: გიორგი ქვილითაია, გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობს. აქედან გამომდინარე, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მათი ჯანმრთელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც ცნობილია, “ანორთოსისის” არცერთ სხვა მოთამაშეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. […]
ანორთოსისმა ნიკა კაჭარავასთან კონტრაქტი გაწყვიტა
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, ნიკა კაჭარავასა და ფამაგუსტას “ანორთოსისს” შორის კონტრაქტი გაწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კვიპროსული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს და წერს: “ჩვენი გუნდის ფეხბურთელ ნიკა კაჭარავასა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა შედგა. ასევე, “მოთამაშეს საშუალება მიეცა აეხსნა თავისი პოზიცია კვირას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ფეხბურთელმა აღიარა შეცდომა, სინანული გამოხატა თავისი საქციელის გამო და ბოდიში მოიხადა […]