გიორგი ქვილითაია: “რთული პერიოდი მქონდა, ახლა კი ბედნიერი ვარ”
მაისი 16, 2021
149
კვიპროსის თასის ფინალში გამარჯვების გოლის გატანის, ნიქოზიის “ოლიმპიაკოსის” 2:1 დამარცხების და ტიტულის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების და “ანორთოსისის” თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ პირველი ემოციები გაამჟღავნა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. “არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა. ეს გულშემატკივარი ამას იმსახურებს. ისინი მთელი გუშინდელი დღის განმავლობაში ემზადებოდნენ ამ თამაშისთვის. ჩვენ ემოციებით ვიყავით სავსე და ამ ემოციების გამო მთელი ღამე არ მეძინა. […]