ჩემპიონთა ლიგამდე 1 დღით ადრე: ქართველების გენტმა მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გიორგი ჩაკვეტაძის და გიორგი ქვილითაიას გუნდმა “გენტმა” მიმდინარე წელს მეორე მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა. ლასლო ბოლონი, რომელმაც “ბუფალოების” ყოფილი თავკაცი იეს თორუპი შეცვალა და წარსულში ისეთი გუნდების მწვრთნელი გახლდათ, როგორებიც “მონაკო”, “სპორტინგი“, “პაოკი” და რუმინეთის ნაკრებია, თანამდებობა არასრულ ერთ თვეში დატოვა. 67 წლის სპეციალისტი გუნდში 20 აგვისტოს დაინიშნა და 3 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, […]
“წარმატებები გიო” – ჩაკვეტაძე ქვილითაიას დაემშვიდობა
როგორც ჩანს, გიორგი ქვილითაიას ტრანსფერი “ანორთოსისში” გადაწყვეტილია. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უახლოეს საათებში კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში გააგრძელებს. “გენტის” კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი გიორგი ჩაკვეტაძე თანამემამულეს სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო “ანორთოსისში” 1 წლიანი იჯარის წესით ითამაშებს. თემურ ქეცბაიას გუნდში ამჟამად 4 ქართველია: გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილი და […]
გადაწყვეტილია – ქეცბაიას ანორთოსისში მორიგი ქართველი ფეხბურთელი მიჰყავს
თემურ ქეცბაიას “ანორთოსისში” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. კვიპროსული მედიის ინფორმაციის თანახმად, კლუბს უახლოეს პერიოდში გიორგი ქვილითაია შეუერთდება. 26 წლის ქართველ თავდამსხმელს “გენტში” რთული ვითარება აქვს. ახალ სეზონში ის განაცხადში ერთხელაც არ ყოფილა. sport-fm.com.cy-ის ცნობით, ქვილითაიას “ანორთოსისში” ტრანსფერი უშუალოდ ქეცბაიას სურვილია. სავარაუდოდ, გიორგი კვიპროსზე ორშაბათს ან სამშაბათს ჩავა, რის შემდეგაც კონტრაქტს გააფორმებს და საწვრთნელ პროცესს […]
ჩემპიონთა ლიგაში ქართველი ლეგიონერების მეტოქეები ცნობილია
31 აგვისტოს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობას 4 ქართველი ლეგიონერის გუნდი იღებს და მათი მეტოქეები უკვე ცნობილი გახდა. ლაშა დვალის “ფერენცვაროში” ხორვატულ ზაგრების “დინამოს” დაუპირისპირდება, გიორგი ჩაკევტაძისა და გიორგი ქვილითაიას გუნდის მეტოქე ავსტრიული ვენის “რაპიდი” იქნება, ხოლო ნიკა ნინუას […]
რატომ არ თამაშობს ჩაკვეტაძე გენტის ამხანაგურ მატჩებში?
“გენტმა” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ბელგიური გუნდი იუპერლიგის დაწყებამდე ამხანაგურ მატჩებს ატარებს, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე არ თამაშობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 20 წლის ქართველ ფეხბურთელს ისევ ნაოპერაციევი ფეხი აწუხებს. გიორგი ვარჯიშზე სწორედ ამ მუხლით დაეცა. ბელგიური Nieuwsblad.be-ს თანახმად, ჩაკვეტაძეს მუხლის სახსარში სითხე აქვს ჩამდგარი, რის გამოც მოედანზე ვერ გადის. გარდა ჩაკვეტაძისა, “ლიონთან” ვერ ითამაშა ქვილითაიამაც, თუმცა […]
ოფიციალურად: გენტმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბელგიის 2019/20 წლების სეზონი აღარ გაგრძელდება. იუპერლიგის ჩემპიონად “ბრიუგე” გამოცხადდა. ფილიპ კლენტის გაწვრთნილ გუნდს 29 ტურის შემდეგ 70 ქულა ჰქონდა და უახლოეს მდევარ “გენტს” 15-ით უსწრებდა. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გუნდს, “გენტმა” ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და მომდევნო სეზონში საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ასევე ცნობილია, რომ ბელგიაში ევროპა ლიგის […]
ქვილითაიამ და ჩაკვეტაძემ შესაძლოა ამ სეზონში ვეღარ ითამაშონ
გიორგი ქვილითაიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ ამ სეზონში შესაძლოა ვეღარ ითამაშონ. ბელგიური გამოცემა voetball24.be წერს, რომ ქვეყნის სამეფო ფეხბურთის ასოციაცია ჩემპიონატის დაუყოვნებლივ დასრულებას აპირებს. გუნდები ბენეფიტებს არსებული შედეგების მიხედვით მიიღებენ. ამრიგად, პირველადგილოსანი “ბრიუგე” ჩემპიონად გამოცხადდება, მისი მდევარი ქართველების “გენტი” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს მიიღებს და ა.შ. რაც შეეხება გასავარდნ ზონას, აქ საფრთხე არავის ემუქრება. […]
რა მოხდა მატჩის შემდეგ? ქვილითაია თანაგუნდელს დაუპირისპირდა
“გენტსა” და “რომას” შორის გამართული შეხვდრის (1:1) შემდეგ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია თანაგუნდელს დაუპირისპირდა. ქართველი ფორვარდისა და ბელგიური კლუბის სათადარიგო მეკარის დუელის შესახებ ბელგიური გამოცემა voetbalprimeur.be წერს. “მატჩის დასრულების შემდეგ, “ბუფალოების” სათადარიგო მეკარე კოლინ კოსმანსი გიორგი ქვილითაიას დაუპირისპირდა, რაზეც ქართველისგან აგრესიული პასუხი მიიღო. ფეხბურთელები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ, საბოლოოდ, სიტუაცია გუნდის კაპიტანმა ოჯიჯა-ოფოემ განმუხტა”,-წერს ბელგიური გამოცემა. […]
გენტისა და რომას მატჩს 22 გუნდის სკაუტი დაესწრება
დღეს, ევროპა ლიგის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩში, “გენტი” “რომას” უმასპინძლებს. ბელგიელებმა 1 კვირის წინ, “სტადიო ოლიმპიკოზე” შეხვედრა 0:1 დათმეს. აღნიშნული დაპირისპირება საფეხბურთო გრანდების ინტერესს იწვევს. როგორც ცნობილია, დღევანდელ თამაშს 22 სხვადასხვა გუნდის სკაუტი დაესწრება. მათი დაკვირების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი “გენტის” ბომბარდირი, 20 წლის კანადელი, ჯონათან დევიდია. “ლივერპული”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი”, ” მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლესტერი”, “ასტონ ვილა”, […]
გენტის მწვრთნელი: “ჩაკვეტაძე ყოველკვირეულად უმატებს”
“სენტ-ტრუიდენთან” 4:1 გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, “გენტის” მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმა ქართველი ფეხბურთელების შესახებაც ისაუბრა. “ამ შეხვედრაში ბევრი სასიამოვნო რამ ვნახე. დავიდის ჰეთ-თრიკით ვამაყობ, რადგან ამ ბიჭს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მიხარია, ქვილითაიას პირველი გოლი მიმდინარე სეზონში და ის, რომ ჩაკვეტაძე ყოველკვირეულად უფრო და ურო უმატებს”, – თქვა თორუპმა. შემდეგ შეხვდრას “ბუფალოები” […]
ქვილითაია: “რთული პერიოდი გამოვიარე, იმედია სიძნელეები დასრულდა”
გიორგი ქვილითაია ფორმაში შედის. ქართველმა თავდამსხმელმა, რომელიც ტრავმირებული რომან იარემჩუკის არყოფნაში “გენტის” ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა, ზედიზედ სამ შეხვედრაში საგოლე გადაცემით გამოირჩა და 1 გოლის გატანა თავადაც შეძლო. “სენტ უიდენთან” 4:1 მოგებულ შეხვედრაში მოპოვებული პენალტისა და ზუსტი თავურით, სეზონში პირველი გოლის გატანის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა “ბუფალოების” პრესსამსხურთან კომენტარი გააკეთა. “რთული პერიოდი გამოვიარე. როცა […]