ქეცბაიას გუნდმა მეტოქე ქართველების გარეშე გაანადგურა – ანორთოსისი თასის ნახევარფინალში გავიდა
კვიპროსის თასის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “ანორთოსისმა” საშინაო კედლებში, “კარმიოტისა” დიდი ანგარიშით – 5:1 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში, ფამაგუსტელებმა – 7:2 მოიგეს (5:1, 2:1). საინტერესოა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადში არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ შეიყვანა, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლა გიორგი ლორიას, მურთაზ დაუშვილის, თორნიკე ოქრიაშვილის და გიორგი ქვილითაიას დასვენების ფონზეც […]
10-თვიანი პაუზის შემდეგ: გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაშია
ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში “გენტი” “სენტ-ტრუიდენს” უმასპინძლებს. “ბუფალოების” ძირითად შემადგენლობაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ორივე ქართველი ფეხბურთელი მოხვდა. გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც თითქმის 11-თვიანი უთამაშებლობის შემდეგ მოედანს მიმდინარე ზამთრის დასაწყისში დაუბრუნდა, მთავარი გუნდის სასტარტო თერთმეტეულში 2019 წლის აპრილის შემდეგ პირველად ითამაშებს. ჩაკვეტაძის და ქვილითაიას “გენტს” 52 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს, გამარჯვების შემთხვევაში კი უახლოეს […]
ცვლილება ნაკრების განაცხადში – კიტეიშვილის ქვილითაია ჩაანაცვლებს
საქართველოს ნაკრების განაცხადში ცვლილებაა. მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ ოთარ კიტეიშვილმა მყესი გაიწყვიტა და 2021 წლის ბოლომდე მოედანზე დაბრუნებას სავარაუდოდ ვერ მოახერხებს, ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში გრაცის “შტურმის” ნახევარმცველის ნაცვლად, ნიქოზიის “აპოელის” თავდამსხმელს, გიორგი ქვილითაიას უხმო. თავდაპირველად, 26 წლის თავდამსხმელი ეროვნული გუნდის 24-კაციან განაცხადში არ იყო, ახლა კი ფრანგმა სპეციალისტმა იგი ეროვნულ გუნდში დააბრუნა. საქართველოს ნაკრების […]
ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია უკვე ოფიციალურია – გიორგი ქვილითაია კარიერას კვიპროსის ყველაზე ტიტულოვან კლუბში გააგრძელებს. ნიქოზიის “აპოელის” ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა კვიპროსულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “აპოელმა” 27 წლის ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ “გენტს” 600 00 ევრო გადაუხადა. გიორგი ქვილითაიამ წინა სეზონი თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ “ანორთოსისში” გაატარა, 32 შეხვედრაში 15 გოლის გატანა მოახერხა და […]
გიორგი ქვილითაია: “რთული პერიოდი მქონდა, ახლა კი ბედნიერი ვარ”
კვიპროსის თასის ფინალში გამარჯვების გოლის გატანის, ნიქოზიის “ოლიმპიაკოსის” 2:1 დამარცხების და ტიტულის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების და “ანორთოსისის” თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ პირველი ემოციები გაამჟღავნა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. “არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა. ეს გულშემატკივარი ამას იმსახურებს. ისინი მთელი გუშინდელი დღის განმავლობაში ემზადებოდნენ ამ თამაშისთვის. ჩვენ ემოციებით ვიყავით სავსე და ამ ემოციების გამო მთელი ღამე არ მეძინა. […]
ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას თანაგუნდელის შესანიშნავი გოლი
ბელგიის იუპილერ ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში, “ანტვერპენი” გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას “გენტს” დაუპირისპირდა. აღნიშნულ დაპირისპირებაში, გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად იასპარეზა, ქვილითაია კი გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება. მატჩის 30-ე წუთზე, ვადის ოჯიდა-ოფოემ ფანტასტიკური დარტყმით “გენტი” დააწინაურა (1:2). თუმცა მასპინძლებმა მეორე ტაიმში შეძლეს წონასწორობის აღდგენა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
გენტისა და რომას მატჩს 22 გუნდის სკაუტი დაესწრება
დღეს, ევროპა ლიგის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩში, “გენტი” “რომას” უმასპინძლებს. ბელგიელებმა 1 კვირის წინ, “სტადიო ოლიმპიკოზე” შეხვედრა 0:1 დათმეს. აღნიშნული დაპირისპირება საფეხბურთო გრანდების ინტერესს იწვევს. როგორც ცნობილია, დღევანდელ თამაშს 22 სხვადასხვა გუნდის სკაუტი დაესწრება. მათი დაკვირების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი “გენტის” ბომბარდირი, 20 წლის კანადელი, ჯონათან დევიდია. “ლივერპული”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი”, ” მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლესტერი”, “ასტონ ვილა”, […]
გიორგი ქვილითაია: “გულშემატკივრის იმედი მაქვს”
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ 24 მარტს ქართველები შინ შვეიცარიას მიიღებენ, 26-ში კი სტუმრად ირლანდიას დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, გიორგი ქვილითაიამ წინასამატჩო გაცხადება გააკეთა. “დღეს, სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ. რა თქმა უნდა, სრული სერიოზულობით ვემზადებით. ძლიერი მეტოქე გვყავს, ვფიქრობ, რომ შვეიცარია ჯგუფის ერთერთი ფავორიტი ნაკრებია, თუმცა სახლში ვთამაშობთ […]
საქართველოს ნაკრებს თავდამსხმელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების წინ ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა.
ურთიერთშეხვედრების ისტორია: როგორი მეტოქეა რუმინეთი?
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში ილიე ოანას სტადიონზე, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამხანაგურ შეხვედრაში “ჯვაროსნების” მეტოქე ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული გუნდია, რადგან ისტორიაში ჩატარებული 7 მატჩიდან საქართველომ გამარჯვების მოპოვება ვერცერთში მოახერხა. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს ორჯერ ოფიციალური შეხვედრის სტატუსით, ხუთჯერ კი ამხანაგურად დაუპირისპირდნენ და რუმინელებმა გამოკვეთილი უპირატესობის მოპოვება შეძლეს: 5 მოგება, 2 ფრე. საქართველოსა […]
ცვლილებები ანორთოსისში: ქეცბაია ახალ ფეხბურთელებს საქართველოს ნაკრებიდან დაიმატებს
კვიპროსული მედია აქტიურად წერს, რომ ახალი სეზონის წინ, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ “ანორთოსისში” სერიოზული ცვლილებები იქნება. “უკვე ცნობილია, რომ ფამაგუსტურმა კლუბმა ქართველ მწვრთნელს ყველა მოთხოვნა დაუკმაყოფილა და ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა, რომელსაც ქეცბაიამ ცელი მოაწერა, ახლა კი იგი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. მოსამზადებელ პერიოდში გუნდში ბევრი ცვლილება იქნება და “ანორთოსისს” ხარისხისა და რაოდენობის გათვალისწინებით ბევრი ფეხბურთელი […]
მთავარი არბიტრი ცნობილია: მსაჯი, რომელსაც საქართველო-ესპანეთის მატჩზე აქამდეც უმუშავია
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, ესპანეთს დაუპირისპირდება. ცნობილია, რომ შეხვედრას საკმაოდ გამოცდილი არბიტრი, რადუ მარიან პეტრესკუ მოემსახურება. რუმინელი არბიტრი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თუ ევროპის ლიგის შეხვედრებს ხშირად ხელმძღვანელობს და დიდი სანაკრებო ტურნირების შესარჩევ რაუნდებზეც მუშაობს ხოლმე. საინტერესოა, რომ 38 წლის რეფერის საქართველოსთან გადაკვეთა აქამდეც ჰქონია და ის სამ […]