2022 წელს, ძიუდოს პირველი საერთაშორისო შეჯიბრი პორტუგალიის ქალაქ ალმადაში გაიმართება, სადაც წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ნაკრები 9 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ალმადას გრან პრი სტარტს 28 იანვარს აიღებს და 30 იანვარს დასრულდება. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების თავკაცის – ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, პორტუგალიის გრან პრიზე შანსი მიეცემათ ახალგაზრდა ძიუდოისტებს და ნაკრებში არაერთი ახალი სახე იქნება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა -60 […]