“ჩვენს გულებში ხარ და არცერთი ჩვენგანი არ დაგივიწყებს” – კვარაცხელიამ და დავითაშვილმა გიორგი შაქარშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რუსეთის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველ ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის ყაზანის “რუბინი” მოსკოვის “ლოკომოტივთან” – 0:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ორივე ქართველმა ტრაგიკულად გარდაცვლილი ქართველი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო. დავითაშვილმა და კვარაცხელიამ 19 წლის ასაკში დაღუპული “საბურთალოს” ფეხბურთელის გვარი და მარადიული ხსოვნის ნიშანი მაისურზე დაიწერეს. “შენ ხარ ჩვენს გულებში და არც ერთი […]
გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს
ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე-მაშველი, შვიდი ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეცტექნიკა, მათ შორის […]
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 4 სპორტსმენია დაკავებული
“საბურთალოს” აკადემიის ფეხბურთელის – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს. როგორც ცნობილი გახდა, სპეცოპერაციები გვიან ღამით ჩატარდა. 17 პირიდან 4 სპორტსმენია, აქედან 2 მორაგბე: ა.გ და ნ.ჟ, რომელიც (ს.კ “ყოჩების” რიგებში ირიცხება), ძიუდოისტი გ.ტ (ორგზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი) და ფეხბურთელი ი.წ (“ვიტ ჯორჯია”). შეგახსენებთ, რომ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 22 ივნისს […]
კაშიამ და ყაზაიშვილმა შაქარაშვილის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადეს
“სან ხოსესა” და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, გურამ კაშიამ და ვალერი ყაზაიშვილმა “საბურთალოს” გარდაცვლილ ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ყაზაიშვილმა საკუთარი “ფეუსბუქის” გვერდზე გამოაქვეყნა შემდეგი პოსტი – აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფეხბურთელებმა საკუთარ მაისურზე გიორგის საპატივცემულოდ მისი სახელიდა გვარი დააწერეს,
კვარაცხელიამ ახმატის კარში გატანილი გოლი შაქარაშვილს მიუძღვნა (ფოტო)
რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში “რუბინი” შინ “ახმატს” დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ყაზანელთა შემადგენლობაში ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა 53-ე წუთზე “ახმატის” კარი ბრწყინვალე სოლორეიდის შედეგად გაიტანა. მატჩის შემდეგ ხვიჩამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მან დღევანდელი გოლი გიორგი შაქარაშვილს მიუძღვნა.
რას ამბობდა ძმის მიერ მოკლული ბიჭი გიორგი შაქარაშვილზე (ფოტო/ვიდეო)
გვიან ღამით მომხდარი ჩხუბის დროს, 19 წლის ფეხბურთელი ძმამ დაჭრა, რის შემდეგაც იგი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ მიშო ახლოურის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გასულ ღამეს, ძმის მიერ მოკლული 19 წლის ფეხბურთელი – მიშო ახლოური, გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი იყო. მიშო ახლოური გიორგი შაქარაშვილს სოციალურ ქსელებში ემოციურ პოსტებს უძღვნიდა. Shaqar menatebi dzalian menatrebi rogori rtulia ushenod […]
საბურთალო 21 ნომრიან მაისურს აღარ გამოიყენებს
შემდეგი სეზონიდან, საფეხბურთო კლუბი “საბურთალო”, გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის საპატივსაცემოდ, 21-ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებს. ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს, მათ ეს ინფორმაცია “საბურთალოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა. “საბურთალოში” 21 ნომრიანი მაისურით ლევან კაკუბავა ასპარეზობს.
საბურთალო Vs. დინამო თბილისი – ტრიბუნაზე გიორგი შაქარაშვილის საპატივცემულოდ ბანერი იქნება გამოფენილი
25 ივნისს, თბილისის დროით 18:00 საათზე, პანდემიის შემდეგ ეროვნული ლიგა ბრუნდება, რომელსაც თბილისური დერბი: “საბურთალო” – “დინამო” თბილისი გახსნის. “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი 19 წლის ფეხბურთელის საპატივსაცემოდ, ტურის პირველ მატჩში, “საბურთალოსა” და “დინამოს” ფეხბურთელები, შეხვედრის დაწყებამდე, მოედანზე სპეციალური შავი მაისურებით გამოვლენ, გარდა ამისა, ფეხბურთელები შავი ლენტებით ითამაშებენ. ტრიბუნაზე კი გიორგი შაქარაშვილის საპატივცემულოდ ბანერი იქნება გამოფენილი.
საბურთალომ სტადიონს შაქარაშვილის სახელი მიანიჭა
ტრაგიკულა გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭა კლუბ “საბურთალოს” აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომლითაც 19 წლის გიორგის პატივი მიაგეს, თბილისელთა ხელმძღვანელობამ მიიღო. შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილი სწორედ “საბურთალოს” აღზრდილი იყო და გუნდში ის 10 წლის განმავლობაში თამაშობდა. სტადიონი ახლა ასე გამოიყურება:
საბურთალოს ახალგაზრდა ფეხბურთელი 2 დღეა გაუჩინარდა
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი გიორგი შაქარაშვილი ორი დღეა უკვალოდ გაქრა. ახალგაზრდა ფეხბურთელი მცხეთის ტერიტორიიდან გაუჩინარდა და ბოლო ორი დღეა მას ოჯახის წევრები, მეგობრები და სამძებრო უწყებები ეძებენ. ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, ჩვენი მხრივ გთხოვთ, მიმართოთ კლუბის ოფიციალურ გვერდს.
საბურთალოს სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელს მიანიჭებენ
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ხელმძღვანელობის გადაყწვეტილებით, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე კლუბის სტადიონს თბილისური გუნდის ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის Facebook-ის ოფიციალური გვერი ავრცელებს. “ორშაბათს, 3 აგვისტოს, 15:30 საათზე, “საბურთალოს” ხელმძღვანელები იოსებიძის ქუჩაზე არსებული აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელს მიანიჭებენ!”, – წერია “საბურთალოს” განცხადებაში. 19 წლის ფეხბურთელი 19 ივნისს, მცხეთის ტერიტორიაზე […]
საბურთალოს ფეხბურთელს მაშველები და მყვინთავები მდინარე არაგვში ეძებენ
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მეორე გუნდის წევრი გიორგი შაქარაშვილი, 2 დღის წინ, მცხეთის ტერიტორიიდან უგზოუკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი 20 ივნისს გახდა. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამძებრო ღონისძიებები მდინარე არაგვის ფარგლებში მიმდინარეობს. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებისთვის, 20 ივნისს 17:00 საათიდან 21 ივნისის 18:00 საათამდე იგეგმება […]