ბორჯღალოსნებმა, რომლებიც 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის ემზადებიან, დღეს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრებისა და ჟურნალისტებისთვის ღია ვარჯიში გამართეს. შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფორმატი წელს შეიცვალა და გუნდებს პირველად მოუწევთ ჯერ ნახერფინალის თამაში და მერე ტიტულისთვის ფინალში ბრძოლა. ნახევარფინალში „ა“ ჯგუფის პირველადგილოსანი საქართველო „ბ“ ჯგუფის მეორეადგილოსან რუმინეთს 5 მარტს, თბილისში, 16 საათზე „ავჭალაზე“ ერკინება […]