საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი, გიორგი ცინცაძე კარიერას ტუნისის გუნდ “მონასტირში” გააგრძელებს. ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებული თამაშების მხრივ რეკორდსმენია კლუბების მხრივაც – ცინცაძისთვის აფრიკული გუნდი კარიერაში 26-ეა. ქართულის გარდა, ცინცაძე რუსული, ესტონური, უკრაინული, პოლონური, ლიბანური, ჩრდილომაკედონიური, ფრანგული, რუმინული, კატარული და არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბების ღირსებას იცავდა. რაც შეეხება მის ახალ, ტუნისის გუნდს, “მონასტირი” აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი საუკეთესოა. გასულ სეზონში […]