2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ ფინალში, “ბორჯღალოსნებმა” პორტუგალია 38:11 დაამარცხეს. რაგბი ევროპა | რეკორდსმენი საქართველო უცვლელი ჩემპიონია! მსოფლიო რაგბი ბორჯღალოსნების ტრიუმფს ეხმაურება რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა, რომელშიც 5 ქართველი მორაგბე მოხვდა. საუკეთესო თხუთმეტეულში შალვა მამუკაშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე და […]
ლეგიონერები | ევროთასების ჯგუფური ეტაპი ცუცქირიძის სადებიუტო ლელოთი დასრულდა
ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი ჩემპიონთა თასისთვის, ექვსი კი ჩელენჯ თასისთვის განაგრძობს ბრძოლას. გასულ უქმეებზე საკლუბო ევროტურნირების ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა და გიორგი ცუცქირიძემ ‘სტად ფრანსეს’ კვართით პირველი ლელო გაიტანა. ჩემპიონთა თასი „ა“ ჯგუფიდან ჩემპიონთა თასის ფლეი ოფში ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან მხოლოდ ინგლისური ‘გლოსთერი’ გავიდა. დასკვნით ტურში ის ‘ბორდოს’ ეწვია და 26:17 დაამარცხა. სტუმართა შორის […]
გიორგი ცუცქირიძე – ორი წლით სტად ფრანსეში
ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ ტოპ 14-ის პარიზულ კლუბ “სტად ფრანსესთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 25 წლის მორაგბის ხელში ჩაგდებას პარიზელები ორი წელია ცდილობენ, თუმცა ჯერ პანდემიამ და მერე ტრავმამ, ტრანსფერი შეაფერხა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობის სურვილი იმდენად დიდი იყო, ქართველს გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ დაუკავშირდნენ და ის ახალ სეზონს “სტად ჟან-ბუაზე” დაიწყებს. “პარიზელებთან დიდი ხანია კონტაქტი მაქვს. მათი […]
ბორჯღალოსანი გიორგი ცუცქირიძე კარიერას ტოპ 14-ში გააგრძელებს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ორიაკის” მესამეხაზელი – გიორგი ცუცქირიძე, კარიერას ტოპ 14-ში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ცუცქირიძე პრო დ 2-ის ბინადარ “ორიაკს” დატოვებს და “სტად ფრანსეს” შეუერთდება. 25 წლის მესამეხაზელმა “ბორჯღალოსანთა” კეპი 17 შეხვედრაში მოირგო და 3 ლელოს დადება შეძლო. ცუცქირიძე ორიაკს 2017 წელს შეუერთდა – პროფესიონალურ გუნდში კი 2018/19 წლების სეზონიდან ირიცხება. შეგანხსენებთ, […]
პრო დე2 | ცუცქირიძის ლელო მეორე ტურში
ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ, პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში პირველი ქართული ლელო გაიტანა. მეორე ტურში მისი “ორიაკი” “ბაიონს” მასპინძლობდა და ტაიმი 10:3 მოიგო, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – 20:28. ცუცქირიძე მასპინძელთა ძირითადში იყო და შეუცვლელად გაისარჯა. 38-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, შეხვედრის მიწურულს კი თავისი გუნდის მეორე ლელო გაიტანა, მაგრამ “ორიაკი” მაინც უქულოდ დარჩა. აღსანიშნავია, […]
ლეგიონერები | კვესელაძის დებიუტი გლოსთერის ძირითადში
ბორჯღალოსანთა შუამარბმა გიორგი კვესელაძემ “გლოსთერის” სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა. ინგლისის პრემიერშიფის მე-18 ტურში, ქართველი ლეგიონერის გუნდმა “ნორთჰემპტონი” სტუმრად სენსაციურად, 31:7 დაამარცხა და 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო. 23 წლის მორაგბე ინგლისურ კლუბში წლის დასაწყისში გადავიდა და თებერვალში სამჯერ ითამაშა შეცვლაზე. სანაკრებო მატჩების შემდეგ ის კლუბს დაუბრუნდა და ამჯერად შეუცვლელად გაისარჯა. 80 წუთში მან ბურთით ხელში […]
ლეგიონერები | გიორგი ცუცქირიძე ბრუნდება!
ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი დაასრულა და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება. ის “ორიაკის” მარქაფაშია და 9 აპრილს “ნევერის” წინააღმდეგ ითამაშებს. 24 წლის მორაგბეს ბოლო ორი წელია ტრავმები მოუმრავლდა. მან ჯერ 2019 წლის მსოფლიო თასის წინ, სამხრეთ აფრიკულ “საუზერნ კინგსთან” მოსამზადებელ მატჩში წვივი მოიტეხა, მერე კოვიდ-პანდემიამ შეაჩერა, მიმდინარე სეზონისთვის მზადების პერიოდში კი, მარცხენა ფეხის ჯვარედინი […]
მორაგბეები, რომლებიც ტრავმის გამო მსოფლიო თასს გამოტოვებენ
იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასის დაწყებამდე 17 დღეა დარჩენილი. მსოფლიო თასი სტარტს 20 სექტემბერს აიღებს და 2 ნოემბერს დასრულდება. მსოფლიო თასამდე კი ტესტ მატჩები მიმდინარეობს, სადაც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ საკმაოდ ბევრი მორაგბე დაზიანდა ისე, რომ ისინი მსოფლიო თასს გამოტოვებენ. გთავაზობთ მორაგბეებს, რომლებიც მსოფლიო თასზე საკუთარი ნაკრების ღირსებას ტრავმის გამო ვერ დაიცავენ. ირლანდია ირლანდიელებს მსოფლიო თასზე ჯოი […]
ოფიციალურად: მიხეილ ალანია საფრანგეთში ითამაშებს!
საქართველოს U20 ნაკრებისა და მარნეულის “არმაზის” 18 წლის 9 ნომერი – მიხეილ ალანია საფრანგეთის რანგით მეორე ჩემპიონატში ითამაშებს. ალანია საფრანგეთის რანგის მეორე დივიზიონში (PRO D2) ითამაშებს. მან ქართველებით დაკომპლექტებულ “ორიაკთან” 3 წლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა და კლუბს U20 მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება. მიხეილ ალანია “ორიაკში” მერაბ შარიქაძესთან, გიორგი ჯავახიასთან, გიორგი ცუცქირიძესთან და ვანო კარკაძესთან ერთად […]